RSS

როცა ვისმენ მე შენს ხმას

25 Feb

ეს რა ფრთათა ფათქუნი აუტეხავს ზეფირონს, თითქოს ჩემი ნათქვამი უნდა გაიზეპიროს, რომ შენთან გამოიქცეს, შემოგიღოს დარაბა და შურშულით გადმოგცეს ჩემი დანაბარები.
როცა ვისმენ მე შენს ხმას, ასე რატომ მიზიდავს, დაესესხე ნეტავ რას რეასა და იზიდას, ანდა როდის წამლეკავს შენი ფერისცვალების მიღმა დაგუბებული ვნება ამორძალების…
ნეტა რად მენატრები, ამის მიზეზს რა დათვლის, თუნდაც ის, რომ ეგ თმები ფრაგმენტია მკათათვის, ანდაც ის, რაც ჩემს გარდა ჯერაც არვინ არ იცის, რომ ეგ ლურჯი თვალები ნამცვრევები არის ცის,
ჰოდა როგორ გადურჩეს, ასე მოსანატრებელს, ჩემი ფიქრი მაგ ტუჩებს, ლალისფერს და მათრობელს…
და თუ გინდა მიწიერ სამოთხეში იცხოვრო, შენც ეს გრძნობა იწვნიე და არ დაივიწყო რო სიყვარული ღმერთია, შეუცნობი ბუნების, და გზაც მისკენ ერთია – უკანარდაბრუნების…

 

ტეგები: , , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: