RSS

რაბინდრანატ თაგორი – ეს სიმღერა

19 Jan

ეს სიმღერა, ჩემო ციდავ, ჰანგებს, სიოდ ნასათუთებს
შემოგაჭდობს, მკლავებს ვითა, და ალერსით ჩაგიხუტებს.
მის შეხებას იგრძნობ როცა, ალქატსა და გასაოცარს,
როგორც შუბლზე მამის კოცნა, ცხოვრების გზას დაგილოცავს.
მოგიჯდება და გაგართობს, თუ შეგნიშნა, რომ ხარ მარტო,
ხოლო ბრბოში არც ინატრო გალავანი უფრო სანდო,
ეს სიმღერა შენს ოცნებას შეესხმება სუბუქ ფრთებად,
ყველა სამანს რომ გასცდება შეუცნობის შესამცნებად.
ეულსა და სასოდ სამზერ შუქურ-ვარსკვლავს დაედრება,
ოდეს მაგ შენს გზა-სავალზე კუნაპეტი ჩამოდგება.
ეს სიმღერა შენს გუგებში მოისურვებს დავანებას
და საგანთა სიღრმეებში წარიტაცებს შთაგონებას.
ხოლო როცა ჩემი გზნება არყოფნაში განზავდება,
ეს სიმღერა დარჩება და შენი გულის ხმა გახდება.

My Song
This song of mine will wind its music
Around you, my child, like the fond arms of love.
The song of mine will touch
Your forehead like a kiss of blessing.
When you are alone it will sit
By your side and whisper in your ear,
When you are in the crowd
It will fence you about with aloofness.
My song will be like a pair of wings to your dreams,
It will transport your heart to the verge of the unknown.
It will be like the faithful star overhead
When dark night is over your road.
My song will sit in the pupils of your eyes,
And will carry your sight into the heart of things.
And when my voice is silenced in death,
My song will speak in your living heart.

 

ტეგები: , , , , ,

One response to “რაბინდრანატ თაგორი – ეს სიმღერა

  1. Qetevan Chikashua

    January 19, 2013 at 12:44 pm

    თარგმანი თუ ასეთი მაღალი ხარისხის შეიძლებოდა ყოფილიყო ვერც წარმომედგინა! ნუთუ ორიგინალიც ასე ლამაზად ჟღერს?

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: