ქალი მარტოდენ ღვთიური ხარ განა ქმნილება,
შენი ძერწვისკენ კაცთაც მოსდგამთ მიდრეკილება,
მშვენებით გმოსავს მათი წრფელი გულმოდგინება.
მგოსანი ბწკართა ოქრომკედით გაქსოვს ნათებას,
მხატვარი მიწყივ განგიახლებს უკვდავ ხატებას.
ზღვა მარგალიტებს არ იშურებს, ოქროს – წიაღი,
გამკობს ნაირფერ ყვავილებით ზაფხულის ბაღი,
რომ უფრო მეტად თვალს ალხენდეს შენი ციაგი.
კაცთა გულების ნება ისე არ დაკნინდება,
სიტურფეს შენსას არ აკმიოს მარად დიდება,
ცხადო ცისმარო და ნახევრად მაინც სიზმარო…
Advertisements
Qetevan Chikashua
მარტი 3, 2013 at 2:21 PM
რომ არ დაგეწერა რომ თაგორისაა, დაფიცება შემეძლო რომ შენია. ვერ წარმომიდგენია, რომ ორიგინალს არ ჯობია. ძალიან ვწუხვარ შემოწმება რომ არ შემიძლია.