RSS

მთვარის ვალსი

31 Dec

ხანდახან ისე მოგისაკლისებ,
გაუსაძლისი დარდით დამდაღავ,
ღამეს გავტეხავ, შფოთით ავივსებ,
ძილს არ ვაღირსებ და მის მხარდამხარ
ცხრა გზას დავკეცავ შენი სახლისკენ,
ცხრა აზვავებულ მთას გადავლახავ,
ამ მონატრებას აფრებად გავშლი,
ლურჯი ოცნების შევცურავ ზღვაში
და თეთრი მთვარე მომიძღვის ცაზე,
იდუმალებით სავსე.
იქნებ პირიქით? მივლულო თვალი,
ბურანს მივანდო ფიქრები მალი,
ვიპოვნო შენი ხატება მკრთალი
და მაშინ ყველა საფიქრალს წავშლი,
ვისიზმრებ, თითქოს ორნი ვართ ნავში,
უნაპიროში ვირწევით ზღვაში,
და თეთრი მთვარე დაგვნათის თავზე,
იდუმალებით სავსე.

 

ტეგები: , , , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: