RSS

მოუქარგია აპრილს ქუჩები

28 Dec

ქუფრი ქალაქის სადარდელს ნიღბავს
საგაზაფხულო აქუჩქუჩება,
მზეც, ცის ციცაგი პირბადის მიღმა
ისე მალიმალ არ იხუჭება,
მოათინათეს ყველა მინათი,
უნდა ხეების გახუჭუჭება,
ნუ ამუნათებ, თუ ჯერ ნიათი
არ ჰყოფნის, მირკანს მონაქუჩები
გოში ღრუბლიდან დასხლეტილ კროლას…
მოუქარგია აპრილს ქუჩები,
თოთო ფოთოლი დაიწყებს თრთოლას,
ნეტავ როდემდი გადაურჩება
ამ უცნაური ქარების ქროლას.
მოუმატებენ გულები ჩქროლას,
აქამდე თითქო მინაყუჩები,
შენაც მიენდე, რად ეურჩები
ცელქი ამურის ისართა სროლას.
ამაღიღინებს და გამაღიმებს
ეს მელოდია და ეს ტოტები,
მე გელოდები, არ ვკარგავ იმედს
და კიდევ დიდხანს დაგელოდები.

 

ტეგები: , , , , , , ,

One response to “მოუქარგია აპრილს ქუჩები

  1. Tinatin

    January 17, 2013 at 9:48 pm

    Reblogged this on TINATIN'S ART.

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: