RSS

მითხარი ხარ თუ არა

13 Dec

მაია ბენიას

მწუხრის ჩამოჰკრეს ზარი, ქალაქი თვალებს ხუჭავს და წაიშალა ზღვარი ცხადსა და სიზმარს შორის, ქარვის ფოთოლთა ჯარი ჩაიქრიალებს ქუჩას, ისეთი პირი უჩანს, დრო ახლოვდება თქორის.
მოსალოდნელი არი ნაკადულივით ჩქარი სულ რამდენიმე ბწკარი, ღამე, წვიმა და ქარი.
ცვარი დაეშვა ციდან, ციმციმად დაიღვარა,
ჩემი რომ იყო, მინდა…
მითხარი, ხარ თუ არა…
ასე ლამაზი რომ ხარ და უკარება ასე, ეულ ასპიროზს ჰგავხარ, მსუფევს აისის ცაზე, ბროლის კამკამა თასი, სოსანი ღვინით სავსე, არის მეგზური ხასი ამ გაუკვალავ გზაზე.
გავერიდები ჩუმად აუარება წვრილმანს და მივენდობი სრულად ღამეს, ქარსა და წვიმას.
იმედი ერთი ციდა თავდავიწყებად კმარა,
ჩემი რომ იყო, მინდა…
მითხარი, ხარ თუ არა…
დობილს ალის და დალის გრძნეული ღიმი გშვენის, ტყვე ვარ იდუმალ ძალის და არაფერი მშველის, ლამის მაქციო ბალღად, ლამის გამხადო ცეტი, შენა ხარ მეცხრე ტალღა და რაღაც უფრო მეტი.
ამასობაში ხდება გასაოცარი რამე – სიმღერად იკინძება ქარი, წვიმა და ღამე,
ძილი კი გამიფრინდა, კარგა ხნით გაიპარა.
ჩემი რომ იყო, მინდა…
მითხარი, ხარ თუ არა…

 

ტეგები: , , , , , ,

One response to “მითხარი ხარ თუ არა

  1. qetevan

    December 14, 2012 at 1:46 pm

    შავი შური…თეთრი შური…მოკლედ შური-შურია და მე მშურს შენი აზრები ასე ხატოვნად რომ გადმოგაქვთ ლექსში.

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: