RSS

იმერეთი, მონატრება

09 Dec

ყოველივე იგი ისევ
ისე განმეორდება. – გალაკტიონი

მონატრება მომერია, სულში სევდა გუბდება, თან, არ ვიცი რომელია – სასჯელი თუ წყალობა…
დრო კი დაუდგრომელია, ან წინ რა დაუდგება, ან რა მოსანდომელია მასთან მორკინალობა.
ვერაფერი გადურჩება მისი ჭანგის შეხებას და თუ ვინმე ეურჩება, არც ეს არ განარისხებს, მთელს თაობას მოადგება, ნისლისფერად შეღებავს, მერე გაკრეფს ნება-ნება, უკეთესით დაიწყებს.
მთვარის შუქი იბანგება, გარეშემო ეგება, არე-მარე იქარგება იდუმალი არილით, მოველ ჩემო, შენი გემო შორით შემომეგება, მომყვება და მეუბრება იმერული მარილით.
მოვდივარ და მომაცილებს უსიერი სერები, შარებს, ადგილმონაცვალებს, გამოვიგნებ წვალებით, მზერას ვეღარ მოგაცილებ, ყველაფერს ვეფერები, შენით მთვრალი და შემკრთალი შენივ ფერისცვალებით.
ყოველივე ისევ ისე თუ არ განმეორდება, უკვალოდ ხომ არ გაქრება ვნება, თუნდაც ჩავლილი, ხსოვნას მაინც შემორჩება, მაინც მომაგონდება როგორც სხტეზე მოგიზგიზე ბროწეულის ყვავილი.

 

ტეგები: , , , , ,

One response to “იმერეთი, მონატრება

  1. Tinatin

    January 17, 2013 at 9:50 pm

    Reblogged this on TINATIN'S ART.

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: