RSS

ლურჯა ცხენებისა

28 Nov

სიმაღლის შიში არა სცნობია ცასთან ჭიდილის მოწადინებას და გულის ფეთქვაც შეხმაწყობია ახალშობილი ლექსის დინებას.
მოიმართება როს გენიოსი, გარინდული და თვალმილულული, აღარსით ისმის სუნგი სიოსი, არ ტოკავს მისი ფაფარ-ბულული.
რა მძიმე არის თურმე ტიარა, რომელსაც მხოლოდ ის მოიზომავს, მიუწვდომელი, თუ მეტი არა, შეჭიდებული მარადისობას.
მუზათა ბუდეს უტევს ტიტანი, სტრიქონი სტრიქონს სწრაფად მოება და სამზეოზე გამოიტანა სულის სამუმი და სასოება.
ჩამოიქნება ვითა კანდელი, ზღაპარი იგი, სევდით ნაფერი, დაექარგება რითმის ფანტელი, ზეციურ ქარით შთამონაბერი, მერე უეცრად ფურცელს მოსწყდება, ანგელოზისფრად შეიფრთხიალებს, თან წარგიტაცებს, გაქცევს ოცნებად და ვარსკვლავეთში გახეტიალებს.
დაემხობიან ცერზე ყანწები, მზეც ამ ფერხულში არის ჩართული, სათქმელი რითმით გაიკვანწება, აგიზგიზდება ენა ქართული
– „როგორც ნისლის ნამქერი, ჩამავალ მზით ნაფერი“…

 
2 Comments

Posted by on November 28, 2012 in ლექსები

 

ტეგები: , , , , ,

2 responses to “ლურჯა ცხენებისა

  1. qetevan

    December 14, 2012 at 1:50 pm

    თქვენს ლექსებშიც გიზგიზებს ენა ქართული!

     
  2. Tinatin

    January 24, 2013 at 9:59 am

    Reblogged this on TINATIN'S ART.

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: