RSS

გოეთე – შუაღამის მგზავრული

09 Nov

(ერთი ლექსის შვიდი ჩემეული თარგმანი)
*
მთათა თოვლა ქიმებზე
მდუმარება თვლემს,
ხეთა წვეროკინებზე
ნაზი ქიზი ფრენს,
აშურშულებს ფრთებს,
არსით ჩიტის სუნგალი,
მოითმინე, სულ მალე
დაისვენებ შენც.
*
მისცემიან მთანი
ძილს,
ფოთლის ჩქამი
არ ისმის,
სიოც არა ქრის,
ტყეში ჩიტიც აღარ სტვენს,
იყუჩე და მალე შენც
მიეცემი ძილს.
*
სერებს მორევიათ
რული,
სიმშვიდე ჰფენიათ
სრული,
ტოტიც არ ტოკავს,
ფრინველიც აღარსით სტვენს,
მოიცა ცოტაც,
იყუჩებ შენც.
*
მთებს სიმშვიდე ადგათ
ღამის,
აღარ ისმის არსად
ჩქამიც,
არა სწვდება სმენას,
ტყე დუმს როგორც განათვალი,
მოითმინე და სულ მალე
მოისვენებ შენაც.
*
შეუპყრია მთები
ძილს,
არც ფოთლები
არ იძვრის,
სიომ მიატოვა,
ტყეც ამ ძილქუშს მინებდა,
ცოტაც მოითმინე და
შენი ჯერიც მოვა.
*
მწვერვალებს უდგას დუმილის
ჟამი,
კენწეროთაგან არ ისმის
ჩქამი,
ტოტი არ ტოკავს,
მიყუჩებულან ტყეში ჩიტები.
მოიცა ცოტაც.
შენც დამშვიდდები.
*
მოადგა მთაგორებს
რული,
დუმილი ბატონობს
სრული,
ტოტი არ ტოკავს
და ტყეში ჩიტი არ სტვენს,
მოიცა ცოტაც,
იყუჩებ შენც.

Wanderers Nachtlied

Über allen Gipfeln
Ist Ruh,
In allen Wipfeln
Spürst du
Kaum einen Hauch;
Die Vögelein schweigen im Walde.
Warte nur, balde
Ruhest du auch.

 
4 Comments

Posted by on November 9, 2012 in თარგმანები

 

ტეგები: , , , ,

4 responses to “გოეთე – შუაღამის მგზავრული

  1. შორენა

    November 16, 2012 at 12:37 am

    არ მომწონს🙂

     
  2. შორენა

    November 16, 2012 at 12:37 am

    გოეთე სულაც არაა🙂

     
  3. კობა ჭუმბურიძე

    November 16, 2012 at 2:45 am

    მიყვარს ასეთი ლაღი კრიტიკა-ტლატუკა

     
  4. შორენა (მე)

    November 16, 2012 at 3:12 pm

    ბ-ნ კობას ხშირად უსხლტება ხოლმე ხელიდან ღირებული და ასე შემდეგ ანუ ძირითადი 😛

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: