RSS

ხარი ალექსიუ – სავსემთვარობა

31 Aug

მარიამობის კარკაცი მთვარე,
და სახლი, ბავშვის სიცილით სავსე,
თუკი ცხოვრებას რაიმე ვთხოვე,
მისი საწყაო სულით აღვავსე.
ოდესმე ამ შფოთს სიბერე წაშლის,
ახლა კი მთვარე ვერცხლის თასია,
და მარტოობის მდუმარებაში
ისეთი უცხო და ლამაზია,
რომ გადიყარა გულმა დარდები
ჩამოვაფარე ტკივილებს ფარდა,
მხოლოდ ის გოგო თუ მენატრება
ერთის დანახვით რომ შეგიყვარდა,
ის ფორიაქით აღსავსე დღენი,
ტრფიალის ხანძარს რომ მიმატებდა
და მიამიტი ტყუილი შენი,
ჩემს სამყაროს რომ აფერადებდა.
მე სიმარტოვის მკლავს სიმძიმილი,
ყველა სხვა ტკივილს თავად ავიტან,
შენი მხარი და შენი ღიმილი
ჩემად ვიგულო ოღონდ თავიდან.
ახლა კი მთვარე ისეთ შუქს პენტავს,
და სულს იმგვარი სინათლით მივსებს,
რომ ვიცი, ვეღარ დამძალავს სევდა
და მოვერევი სადარდელს ისევ,
მხოლოდ ის გოგო თუ მენატრება
ვისი დანახვაც ასე განთებდა,
და მიამიტი ტყუილი შენი,
ჩემს სამყაროს რომ აფერადებდა.

 

ტეგები: , , , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: