RSS

ნაბუნიობისა

30 Jun

.
ცხელა.
დაემხო თიბათვის ალხი
ლუნგი დარებით დახუთულ ქალაქს.
აქა-იქ ძლივას დაღოღავს ხალხი
და ეშურება მოგრილო ალაგს,
ადევს ედემის ოდენა ფასი
ნაბუნიობის გალეულ ჩეროს,
გადაძახილით აკვნესებს ჩელოს
ჭრიჭინობელთა გრძნეული დასი.
თაკარა მზე კი, ბობრი ფაშატი,
ზანტად მიიძოვს ფირუზ კამარას
და შვების იმედს დაგისამარებს
ხვატით, ველურად მოპარპაშეთი,
თან, მოდარაჯე შვიდთავე თვალით,
გაუფრთხილებელ საკბილოს ირჩევს,
დაღირებია კანჭებს და ქინჩებს.
დაუნდობელი, ბოტორო ალით,
თითქო სიშიშვლის ცქერა მობეზრდა,
გულმოდგინებით დევნის და რუჯავს,
ბოლო არ უჩანს ხმელარობას და
მოწყენის დაღი ატყვია ქუჩას.
დახრუკულ ხეთა ქოჩორთა ზედა
მოვალს ნანატრი შემოღამება,
ხვალიდან ჰკარგავს სიმაღლეს მზე და
იწყება ჩრდილთა გათამამება.

 
2 Comments

Posted by on June 30, 2012 in ლექსები

 

ტეგები: , , , , , , , , ,

2 responses to “ნაბუნიობისა

  1. qetevan

    December 14, 2012 at 2:46 pm

    ლუნგი, ბობრი, ქინჩი,-ასე მეტყველებს ვინც კი.
    დაღირებია სიტყვებს ქარაგმულს,
    ბოტორო რითმით მიქელავს პწკარებს,
    მოიპარპაშებს აზრებს გრძნეულებს,
    მას გაუმარჯოს,
    მგოსანთა შორის-მხოლოდ ეულებს!

     
  2. Tinatin

    January 24, 2013 at 10:01 am

    Reblogged this on TINATIN'S ART.

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: