RSS

ქართული, სიტყვაკაზმული

06 May

ქართული, სიტყვაკაზმული, ენერგიაა პლაზმური,
დარაზმულია და ზმული, ქარტეხილებში დაზმული.
ეს ენა, პირმოქარგული, მახვილად ვინც აგვილესა,
ვინაც პირველმა უმღერა ათინათსა და ლილესა,
ვინაც თავისი გენია მამულს აკმია დიდებად,
ლამაზი სულის ნაჟური აგვისხა მარგალიტებად,
დე იყოს შენი სავალი ბილიკი, მათგან ნაკვალი,
რათა მერმისაც მრავალი დაირწეს ოქროს აკვანი.

ჟამთა გამოცდას ეურჩე მათი სალაროს გუშაგი,
დაუძინარი მეუნჯე და ფუტკარივით მუშაკი.
ვინ დაიქადნებს, ვინა ბრის, იგეთი გვაძე ვალები დასაფიცარი წინაპრის, მათ სახელს ვენაცვალები.
ვისი ამაგიც დაფასდა ალბათ რა მშვიდი ძილი აქვს…
რა გაისტუმრებს ვაჟას და
რა გაისტუმრებს ილიას.

 

ტეგები: , , , , , , , , ,

One response to “ქართული, სიტყვაკაზმული

  1. Tinatin

    January 24, 2013 at 10:01 am

    Reblogged this on TINATIN'S ART.

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: