RSS

როცა რეკავ სხვა ზარს

06 May

.
ქვეყნად არა ებრალება ავთა ჟამთა ხანძარს,
ჩაჰქრობია ელვარება მიტოვებულ ტაძარს,
გარს პერანგი ებღალება, ემსგავსება ძაძას,
ფერთა მისთა მღელვარება შეუსრუტავს ნაცარს,
დაუპია ნაპრალებად დროის მორევს საზარს,
იხავსება, იმტვერება და, შთენილი რაც არს,
ჯიშწამხდარი ემტერება, ეტოლება ხაზარს,
თვისას შლის და ეტმასნება ნაზავს, შეუკმაზავს,
როცა ერი ვერა ხვდება სით ილტვის და რა წამს,
და საკუთარ შთამომავალს როცა უგებს გაწარს…
როცა ფასი ეკარგება პაპათ ნამოღვაწარს,
და ბადიში ეწაფება უშნოდ განაბაძარს,
როცა აღარ ფეთქავს ნება, როცა რეკავ სხვა ზარს,
იბერია ემსგავსება ქარვასლას და ბაზარს.
სუფთა სულთა მეუფება იაფდება რაწამს,
ეშმაკეთი ეუფლება მიტოვებულ ტაძარს.

 

ტეგები: , , , , , , , ,

One response to “როცა რეკავ სხვა ზარს

  1. Tinatin

    January 24, 2013 at 10:02 am

    Reblogged this on TINATIN'S ART.

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: