RSS

მალე ცისკიდეც გაიდილბინდებს

06 May

როდესაც წერის აგიტანს წერა, მიაპყარ მზერა უძირო ზესკნელს, სული აუშვი ღრუბელთა ზერე და მიეფერე შენეულ ვარსკვლავს.
ვარსკვლავი ესე არის მთიები, მესაიდუმლე ბევრი რამისა, დილის მაცნე და მონანიება კაკაჩისა და იაკამისა.
მოგიხმობს ღამის ნაცნობი ხიბლი და, ეს ძახილი თუ გაიგონე, ალიონამდე ქუჩებში ივლი და აქამომდე უთქმელ სტრიქონებს აედევნები ჟინმორეული, ვით მორიალე ციცინათელებს, ამ ღამეს თეთრად შემოგათენებს მათი ციმციმი, სიზმარეული.
დაფარფატებენ, როგორც ნოტები, ფოთლები, ქარის ნაალაფები.
ცერბერებივით კრეჭენ გისოსებს მიმობრეცილი ალაყაფები, იცავენ ქალაქს, მის მყუდროებას, სახლებისაგან შინ შეტაცებულს და ფარდისმიღმა სამყაროებად გულმოდგინებით დაქუცმაცებულს.
ხეებს, დახუნდულს ქვაფენილებით, მკაცრი ფარნების ახლავს ბადრაგი, ჩრდილები, კედლებს შეცრეცილები და შეხუნებულ ფერთა ფარდაგი.
მერე კი ჯერი დგება დილბინდის, შეთვალებულის ძუნწი ძოწებით, ცა ოქროთეგილს დათმობს პირბადეს ფერისცვალებით, გასაოცებით.
ცეტი პწკალებით შეაცოცდება დილა კამარას, ლილად ჩამოთლილს, გადააზავებს ცხადს და ოცნებას სოსანისფერი რიბირაბოთი, რათა მელექსემ მეტაფორებში იტორტმანოს და ღამე ათიოს…
და თუ მკითხველმა ამ სტრიქონებში თავისი განცდა ვერ დაატიოს,
დე მაპატიოს…

 

ტეგები: , , , , , , ,

One response to “მალე ცისკიდეც გაიდილბინდებს

  1. Tinatin

    January 24, 2013 at 10:01 am

    Reblogged this on TINATIN'S ART.

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: