RSS

როგორ გიხდება აქაურობა

29 Mar

.
ქვეყნად რაიმეს მსგავსი როდია,
ახლა რომ გულში რეკს მელოდია,
მისით სავსეა ეს მოლოდინი
და მონატრება ზეცისოდენა.
ჰოდა მოვდივარ, ისე ახლო ვარ,
ეს სიახლოვე მაშინებს მხოლოდ,
ან იქნებ მელი, იქნებ გახსოვარ
და კეთილია ამ ზღაპრის ბოლო,
მოვდივარ, უკან დასახევს ვინგრევ
და ჩემი თავი მეუცხოება,
რაც უფრო მეტი ხალხია ირგვლივ,
მით იოლია განმარტოება.
მღვრიე ლაქათა უსიერ ტყეში
წუხელ ნასიზმრებ თვალებს დავეძებ,
ვიდრე აპრილის უცები თქეში
აგრიალდება სახურავებზე.
აპრიალდება ზღაპარაპრილი,
დაბრილავს ნუშის თეთრი სურნელი,
სიმღერის ვალი არ მაქვს გაბრილი,
არც თავის შველის არ მაქვს სურვილი.
როგორ გიხდება აქაურობა,
ეს ცა, ეს ქუჩა და ხმაურობა…
მოდიხარ, მოგდევს და დალალებზე
გელამუნება ქიზი ნიავი,
ვის გაუგია მისი სიავე,
ნუ უბრაზდები, გეთამაშება
მოალერსე და მოლოლიავე,
ცეტი ბიჭივით მოიქაქანებს
სველ ქვაფენილებს და ფილაქანებს.
ნათქორალ ტოტებს მიმოაქანებს,
რომ გაზაფხულის გაგწუწოს ლეშხით,
რამეთუ შავი თვალების ეშხით
მე კი არა და ნიავსაც შეშლი,
მოდიხარ ქუჩის სიფერმკრთალეში,
მთვარის საფერი ბაკმით ბურვილი
და ვიძირები მე შენს თვალებში
და თავის შველის არ მაქვს სურვილი.

 

ტეგები: , , , ,

One response to “როგორ გიხდება აქაურობა

  1. Tinatin

    January 24, 2013 at 10:03 am

    Reblogged this on TINATIN'S ART.

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: