RSS

დედა ენისა

18 Mar

ლევან ღვინჯილიას

წვიმებს, გერილებს და არაზანებს,
ჭალებს, ჭიჭრიკონად შეფერილებს
და ცის საფირონში განაზავებს,
ღრუბლებს, იალკიალ შეფენილებს,
ზვირთებს რიონის და ალაზანის,
ჭევლებს, ღარისთვალში ნაკულულებს,
გიზად მობიბინე ბააბანებს,
ტევრებს, მაღნარებს და დაბურულებს,
ქედებს, ხარირემთა საბალახოს,
ქარებს, ზეკარებს და საბარულებს,
მთათა მოქათქათე ჩაბალახებს,
ბარში ნაკადულად გაპარულებს,
კორდებს, ბოკერას და დალაუგას,
ცვარნამს, ბუსნარებში მოციალეს,
ბილიკს, ისარას და კაპიშუკას,
ბექებს, ბოლცომებს და ბორცვიანებს,
ბაღებს, თითოფერად აფეთქებულს,
რუებს, ღირღილებს და შფოთიანებს,
კორტოხს, სამზისგულედ წაფერდებულს,
ჭერეხს, კარკალებს და ლოდიანებს,
კაბო ცისარტყელას, ცხრაფერქებულს,
არმურს, ხევხუვებში ბოდიალას,
სერებს, კირჩხალებს და ქოჩქოჩელებს,
ჩხატებს, ბროლეულად ამტვერებულს
და ჩვენს დედა ენას, მოსაფერებს,
ერთად მოვეფეროთ ქართველებო!

 
2 Comments

Posted by on March 18, 2012 in ლექსები

 

ტეგები: , , , , ,

2 responses to “დედა ენისა

  1. ნატალია ქადაგიძე

    March 26, 2012 at 11:12 am

    მაოცებს ეს პიროვნება თავისი ნიჭით და ქართული ენის შეუდარებელი სიყვარულით! მისი ლექსის კითხვისას, არა მხოლოდ უნაზესი მელოდია იღვრება სულში(კიდევ იტყვიან – ვაჟური და ქალური ლექსები არსებობსო…), არამედ, ხვდები, თითქოს, უფერადესად ფერად სიტყვათა სამყაროში! ამიტომ, მე ამ პოეტს ახალ სულხან-საბას ვუწოდებ და მინდა ყველამ იცოდეს ეს.
    მადლობა, სიტყვის ულამაზესი კონებისთვის, კობა!

     
  2. ელენე კაპანაძე

    August 3, 2012 at 8:21 pm

    არაჩვეულებრივია ბატონო კობა!!!! მადლობა!!!

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: