RSS

სისულელე დიდი

06 Mar

.

მეგობრებმა მკითხეს – ვეღარ წერო ლექსებს
თოლიებზე, ზღვებზე, ღრუბლებსა და მთებზე?
ნუთუ ერთი თემა ვერ ნახეო ლექსის
და არც შაშვის სტვენა შენს ყურს აღარ ესმის?
საყვედურის მჯერა და არც მიკვირს მათგან,
თუმცა ლექსის წერა მეძნელება, რადგან
ფასი თუ აქვს სიტყვას, ისე უნდა ითქვას,
ანათებდეს გულს და არ ბადებდეს კითხვას.
გულს არ ემღერება, ვეღარ ენამზეობს.
ვიდრე ორპირობა და ფლიდობა ზეობს,
ვიდრე ქვეყნად მეფობს სისულელე დიდი…
ვერ ვიქნები მშვიდი.
ქვეყანაში, სადაც აყეფებენ კატებს,
სად ლტოლვილი ხალხი ბარაკებში ათევს,
სად არ დაგიდევენ კანონებს და წესებს
და სწყალობენ მხოლოდ მეძავებს და ქლესებს,
ჯამაგირის ნაცვლად სადაც ზრდიან ფასებს
და სარდალი ფორთხავს თვითმფრინავის ხმაზე,
სადაც საქმე ჰქვია ბუნკერების ქექვას,
იქნებ მოვრჩეთ ბრექვას…
მომავლისკენ გვინდა საიმედო ხიდი,
ნუღარ დავუმძიმებთ შვილიშვილებს ვალებს,
ფუყე სტატუსების ნუ გვექნება რიდი,
ნუ დავხუჭავთ თვალებს!

.

 

ტეგები: , , , , , ,

One response to “სისულელე დიდი

  1. რობიძონ წინწკალაძე

    June 17, 2012 at 1:23 pm

    გაიხარეტ ბატონო კობა!

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: