RSS

ვალოდია გოგუაძისა

23 Feb

როდესაც გემი ნაპირს სცილდება და იცრიცება პორტი ბინდებით, შენ კი მოაჯირს ჩააფრინდები ზღვა სიმძიმილით და გარინდებით, ამ აღრიელი პელაგონიდან არღარად ფასობს წუთისოფელი.
ეს რა საზარი ჟამი მოვიდა, ჟამი, უგლიმი და ულმობელი.
ასკდება ქოროს, მდუმარე კაცთა, ქარი, მსუსხარი და გამკივარი და სხვა ტკივილის გინდება განცდა, რომ გადაფაროს ეს სატკივარი, რადგანაც ახლა რაც გულს გითანგავს, აქამდე განცდილს არაფერს არ ჰგავს…
ქარი ზვირთების შრიალში ჰკარგავს სულისშესაძარ გმინვას მგლოვართა და თუ ქარშეთი არ ამოვარდა, სტიქია დანთქმას თუ არ აპირებს, უსასოობით სავსე ხომალდი უცხო მხარეში გაგანაპირებს, სადაც გაცოცხლებს ციდა იმედი საშობლოსათვის სანთლად დანთების…
მიარღვევს ტალღებს ცივი ხომალდი, მიაქვს ვარამი ემიგრანტების.
ძალმილეული შუქების ციაგს საცაა დაწრეტს ცა, მეწამული,
ვეღარ იოკებს ფიქრი ფორიაქს, თურმე რას იტევს სიტყვა მამული და მონაპოტნი, სოფლის ბოლოდან, ერთი ფიორა მიწა, მშობელი, მალიმალ გულში ჩასაკონი და ბოლოს სამარის გასათბობელი.
მოძალებული ზღვაურის გემო შინ დაბრუნების იმედებს თალხავს და სევდით სავსე პირქუში გემი მიაპობს მარღი ტალღების ალყას.

 

ტეგები: , , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: