RSS

რუბიკონი – ჰამაც ბერდიაევი

23 Sep

რუბიკა – ისე, ეგ პერდიაევი რო ჰყამდათ რუსებს, მაგარი მუდრი ვინმე იყო, ხო იცი.
გურამა – ვინა? ბერდიაევი ხო არა? როგორც პაპუნა კორძაია იტყოდა – ვა-ხა-ხა-ხა-ხა!
ისე, შენ ვისზე რა ნაკლები ხარ? თუ შენი ბუტკის ზომით შეგაფასებთ, დიოგენი ხარ ნამდვილი.
რუბიკა – რა დიოგენი, დაჟე უფრო მაგარი. ადრე იცი რა ბოჩკები აკეთებდნენ? მაგისი ბოჩკა ჩემი ბუდკასთან შედარებით ასობნიაკი იყო, ელი.
ხოდა, იმას გითხრამდი, ეხლა დილით რადიოში იძახდნენ მაგ რუსი მუდრეცის ჰაზრები და ერთი მაგრა მამეწონა, ისეთი მაგარი იყო, მეგონა ჩემთვითონა ვთქვი – რუსსკიე ჟივუტ ვო ვრედ სებე ი ნა ზლო დრუგიმ! ჰა, როგორია?
გურამა – ასიანია. ჩვენზე ხო არაფერი უთქვამს?
რუბიკა – თქვენზე ბერდიაევი რად მინდა, მე აქ არა ვარ? ნაპრიმერ, რო იძახიან – ჭკვიანები ჩუჟოი აშიბკებზე სწავლობენ და დურაკები – საკუთარზეო, მე ვიძახი – ვრაცები კიდე არც საკუთარზე.
გურამა – კიდო მითხარი რამე. ხანდახან რავარი გაგეხსნება ხოლმე ეგ სქელი შუბლი.
რუბიკა – სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა ცუდსა სუნსა…
გურამა – ასე ხო არ აჯობებს:
ვართაპედას საპოჟკები ადენს ხორცსა ცუდსა სუნსა,
ეს სიმყრალე ჩვენს რუბიკას გახდის როზას დასაწუნსა.
რუბიკა – იი! რა საპოჟკები ტო, მანდ ტყუილებზეა საუბარი.
გურამა – მაშინ მეორე მხრივაც შეხედე მაგ ამბავს. გიფიქრია, ტყუილის გარეშე რა მოსაწყენია სამყარო? ხელოვნური ინტელექტის ყველაზე სერიოზული ტესტი მის მიერ ადექვატური ტყუილის შეთხზვა იქნება.
რუბიკა – ეეე! ეხლა კიდე აფერისტი რობოტები გვაკლდა. კიდევ კარგი, მაგენებს მარტო იაპონელები აკეთებენ, რომლებიც რომ ვააფშე აზრზე არ არიან ტყუილი როგორი რამეა.
გურამა – ეგ კი, მარა ინტელექტის მოდელირებას სომხურზე ახდენენ. იქნება ცოტა გამოგვისწორდეს ეგ ამბავიო. კონკრეტულად შენს ქცევას სწავლობენ თურმე.
რუბიკა – ეგ მითომ რატომ?
გურამა – რატო და ის ამბავი აგიჟებთ თურმე, იაპონელ ტურისტს, კაცს, ლუსიკას ბასანოჟკები რო შეასაღე – ახალი იტალიური ფასონიაო.
რუბიკა – ეე, ეგ ხო შენა მთხოვე, სიცილი გინდოდა და ხათრი ვერ გაგიტეხე. მე ჩემი გითხარი, მაგრამ ვატყობ ჩემი ხმა დარჩა ხმად მღაღადოვნებისა?… აღმამდებლისა… ღამღამმდებლისა… ვობშემ, როგორც არის.

 
2 Comments

Posted by on September 23, 2011 in რუბიკონი

 

ტეგები: , , , , ,

2 responses to “რუბიკონი – ჰამაც ბერდიაევი

  1. კარენა

    August 15, 2012 at 8:01 pm

    ზაჩემ მეტი არ პოსტავ ჯიგარო?

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: