RSS

რუბიკას წყევლა

10 Sep

გურამა – რა კარგ ხასიათზე ხარ რუბიკ-ჯან, ღიღინებ, ულვაშებში გეღიმება, კაი კლიენტი იშოვნე ალბათ და აყაჭვიებ ფულს, ხომ? ვალუტაზე იხდის? უცხოელია?
რუბიკა – პაჩტი. აქაური გოგოა, ოღონდ გრეკების რძალი. სპეციალნა იქიდან აქ ჩამოვიდა, რო ჩემი შეკერვილი ტუფლი წაღოს და ყველას ანახოს, რა მასტერია რუბიკა. ტაკ ჩტო, ყველაფერი ფულით არ იზომება. მე მაგასგან ზედმეტი როგორ ავიღებ, როცა რომ ჩემი და თბილისის სახელი მეჟდუნაროდნი ასპარეზზე მაგან გაიტანებს. მაგაში ხო ფული იქით ძლევენ, მარკეტინგი, პრომოუშენი და რამე.
ეგ სუმკით სად მიდიხარ?
გურამა – მამიდაშვილი მესტუმრა დილით, მირონივით შავი ღვინო ჩამომიტანა და მამიდაჩემის დამცხვარი ხაჭაპური, იმერული ხაჭაპური ბიჭო, ყრაჭუნა ყველით გამოტიკნილი. იმას კი არ ჰგავს, შენი ციგანი სახლიკაცები რო ყიდიენ საზღვარგარეთში, კამბეჩის ფუნას რო გავს და ხაჩატური რო დოურქმევიათ სახელათ. სახელიც რო მიამგვანეს ვითამ მაგ ღვთის გლახებმა. ჰაჰაჰაჰაჰაა!
რუბიკა – სინამ შენ იცინი, ეგენი ფული აკეთებენ. ხომ გაგიგია – უპატრონო ეკლესიაზე ეშმაკების სესიაო. სადაც ეგ მაიფიქრეს, ეხლა ჩვენი ღვინოების სახელებიც სუ ეგრე მუქთად იხმარებენ. “თელიანი” ხო ისედაც სომხურივით ჟღერანემს, “ხვანჩკარა” – “ხაჩკარა”, “მუკუზანი” – “მუკუსიან”, “რქაწითელი” – “ხვაწიტ, ელი!” (მითომ მეტი დალევა აღარ შამიძლიანო), და ეგრე ვაბშე!
გურამა – გულს მიჩუყებს შენი პატრიოტიზმი. ძმა ხარ! ჰოდა ჩოუსხდეთ და დავაფასოთ შენი წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე.
გრეკების რძალი ნათია – მზად არის უკვე? დღეს მივფრინავ უკან, ხო იცი. უნდა მასახელო, რასაც მე შენ გაქებ… უი! თქვენ ალბათ გურამი ხართ, ხომ?
გურამა – კი, ნამდვილად! შორს გავარდნილა ჩემი სახელი, ბავშვმაც კი იცის, ვინ არის გურო! ისე, თუ უკაცრავად არ ვიქნები, რას გებჟუტურა ჩემზე ეს კაცი? ფული ვსესხეო – ამნაირი რამეები ხო?
გრეკების რძალი ნათია – არა, რას ბრძანებთ, მე სრულიად სხვა მხრიდან გიცნობთ. ერთი თხოვნა მექნება თქვენთან, მე და რუბიკას სურათი გადაგვიღეთ გეთაყვა, დოკუმენტი მჭირდება, რომ პირადად ვიცნობ ამ საოცარ ხელოვანს.
დიიიდი მადლობა. გავიქეცი აბა.
გურამა – დედაია, რა ცეცხლივით გოგოა. მოდი მისი თამადობით, ჩემო რუბიკა, ყველა იმ ადამიანს გაუმარჯოს, ვინც ჩვენს სამშობლოს ასახელებს მის ფარგლებს გარეთ, შენც გაგიმარჯოს ანუ.
რუბიკა – გაიხარე ჩემო გურამ, და ის დღეც მანახა, როცა რომ შენც ამ სასტავში იქნები.
გურამა – მაგდენს ვერ გავქაჩავ ალბათ, მარა დაუღალავი მომღერალი კი ვიქნები ჩემი ქვეყნის.
რუბიკა – ეგაც საქმეა ჩვენს დროში. დაიწყე და მეც აქა გყევარ.
გურამა – თუ გინდა შენ დეიწყე და მე შეგიწყობ.
რუბიკა – დაიცა, რას მიზამ? არა ისევ შენ დაიწყე.
გურამა – მაშვინ მე დევიწყებ და შენ მომბანე.
რუბიკა – იიი!
გურამა – საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო, და თბილისი – შიგ ჩასმული ბადახში…
რუბიკა – მოუარე მერე, შე მამაძაღლო,
აგურ-აგურ რად ისტუმრებ ნაგავში.
ან დავითზე ხელი როგორ შენ ახლე,
აიღე და ქალაქს გარეთ გადადგი,
თუ ბერძენას დონე არ მეგეწონა,
რატომ თითონ უკეთესი არ დადგი.
ყველაფერი უჟე გაყიდვილია,
ან უჩვენოდ ვინ და რატომ გაყიდა?
მალე მოვლენ, აკაკი და ილია
რო წაიღონ პირველ შკოლის ბაღიდან.
თბილისო-ჯან, ჩემო დედა-ქალაქო,
ვისაც შენი უხარიან დანგრევა,
სხვა ენაზე როგორ ვერაპარაკო,
მაგას ჰქონდეს ბუასილზე განგრენა!

 

ტეგები: , , , , , , ,

One response to “რუბიკას წყევლა

  1. Natia Anastasiadu-Maisuradze

    November 27, 2013 at 1:37 pm

    ჩემზეა ეს ოპუსი))))

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: