RSS

რუბიკონი – კენგურუ და ჟამანაკი

28 Aug

რუბიკა – ვაჰ, ბარევ ძეს, ცავატანემ. დაიცა, რაღაც შენი სიფათი არ მამწონს, ხო იცი. ჯერ მზეც არ ამოსულა და ზედ უჟე შარი გაწერია, ელი.
გურამა – მართალი ხარ. რაცხა იმფერ ხასიათზე ვარ ახლა, რომე ეს სიმღერა მინდა დავსძახო ხმამაღლა: ხმალი ავლესოთ ქართველებო, ხმალი ავლესოოოთ!
რუბიკა – ეეეჰ, შენი საშველი არ იქნება რა.
ხანდახან ეგრე მგონია, რომა თქვენ, ვრაცები, დროსთან სერიოზნი კანფლიკტი გაქვთ. დრო რო მიდის, განა თუ პადრუჩკი გაუკეთო და მაგასთან ერთად იარო. არა, გირჩევნია კარგი პურმარილი გაშალო და შენებურად შაუბერო. მერე, რო მაიხედამ და დაინახამ, რო უჟე მთელი ეპოხა გავიდა, გინდა რო ერთი სკუპი ქნა და ეგრე დაეწიო. მთელი შენი ისტორიანებიც სუ ეგეთი სკუპ და სკუპ, ელი.
არა, ეგ სკუპი კი ეგეთი მაგარი იცით, რო კენგურუ შაშურდება, მაგრამ ნეუჟელი პლავნად არა სჯობია? როგორც ლოდკა პა ტეჩენიუ, რაღა. სულ სკუპის იმედზე უნდა იყო? ვდრუგ და იქ არ ჩახტე, მერე? ეგრეც არი, რო იცოდე – არასდროს თავის დროზე არა ხარ, ხან გვიანა ხარ, ხან – ადრე.
ქართველობა რისკი არი, დროში სკუპი გიყვარს რაკი,
ერთმანეთში როგორ მოვლენ კენგურუ და ჟამანაკი…
ეხლაც დამდგარხარ და იძახი – ხმალი ავლესოთ! აი ეგ სიტყვა შენს გარდა ვინმე ახსოვს ვაბშეე? თუ მანცადამაინც ომი და შარი გინდა, ასე მაინც იმღერე :
ჩვენი ლაზერნი სპუტნიკები კოსმოსში დავდოთ,
მოშნი იმპულსი დავაყაროთ პუტინის თავზე.
ყველაზე კარგი კი ასე იქნება :
ჭკუა ავლესოთ, ცავატანემ, ფული ვაგროვოთ,
ჩვენი ფოთიდან, როგორც პეტრე, გავჭრათ ფანჯარა…
გურამა – მეტის ღირსი ვარ. ახია ჩემზე. მეჩექმე რო დაგიწყებს ჭკუის სწავლებას…
რუბიკა – ვააჰ! მაშ იქნებ ესეც ლექსად გაგაგებნო:
ვსეობში კამუნიზმამდე თუმცა ჯერ კიდევ შორია,
უკვდავი შოთა გვასწავლებს – ლეკვი ლომისა სწორია.
საქმეს პატივი უნდა სცე, ბუტკაა თუ ოფშორია,
ეგ რაღა მეგობრობაა, თუკი ერთ-ერთი – ჩმორია?
გურამა – ლექსით ვერ მომთაფლავ აწი. ყოლიფერი გამიგია, მარა მე, აზნოურიშვილსა და ორი უმაღლესი განათლების მქონეს, საპოჟნიკი რო დამეტოლება, არაა ეს მეორედ მოსვლა?
რუბიკა – იიი! ეგ თუ მეორედ მოსვლა, მაშინ პირველად მოსვლა ის არის, რო შენი გეპეის დიპლომი უფრო მაგარი გგონია, ვიდრე ესპანეთი. ჰა! იქნებ ესპანეთიც არ მოგწონს?
გურამა – დიდუჰ! ამბიცია მინახავს, მარა ამნაირი? რუბიკა და ესპანეთი! ჰა! რავარი იგივეობაა? ვახახახახახააა! ხვალ რო მოვალ, კასტანიეტებით დამხვდი იცოდე! და პომპოჩიკიანი გეტრებით, სახელი ქე გაქ ესპანური, და ულვაში კიდო! ხახახახახა!
დეიცა, დეიცა, ბოლომდე ამოშაქრე, რას გულისხმობდი, თვარა დამახრჩობს ცნობისმოყვარეობა.
რუბიკა – მითომ ვერ გაიგე არა? ესპანეთი მეფეცა ჰყამთ, ფრანკოცა ჰყამთ, სანჩო პანსაც და რამე, მაგრამ ხალხი პრემიერად მაინც ხოსე ლუის საპატერო დასვა.
გურამა – მერე? შენ რა შუაში ხარ? რის თქმა გინდა მაგითი? რო სინამდვილეში საპატეროვია?
რუბიკა – იიი! მითომ არ იცი, რო საპატერო საპოჟნიკსა ნიშნამს, როგორც რომ შუმახერი, რომელსაც მაგხელა გერმანია თავისი გლავნი რული ხელში მისცა.
გურამა (ღიღინებს) – შუმახერს რული მისცეს და რუბიკას მისცეს მახათი, ნეტაი ვალი მაჩვენა გურამას გადანახადი…
რუბიკა (ნირწამხდარი) – ჯააან…

 

ტეგები: , , , , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: