RSS

რუბიკონი – ბახჩო სევასტიანის უკუღმა დაწერვის სევდიანი ამბავი

25 Aug

რუბიკა – გურამჩიკ, ცხელ-ცხელი ამბავი გინდა?
ტელევიზორში ანახეს უსტოიჩივი ეკონომიკის ნასტოიჩივი მინისტრი ქობულოვა, რომელიც რომ ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის წინსვლებას ვსემირნი ბანკის ინდექსის პუნქტის ამბავში, ეგრეთი პასუხი მისცა – ეს მნიშვნელობას უწევს ინვესტორს, რომელიც პასუხის ქვეშ დებს რომელ ქვეყანაში შემოვიდეს.
გურამა – რაი მერე?
რუბიკა – რა რაი, აი ამის მერე შენ კიდე მოდიხარ და საპოჟნიკზე დამცინებ – რატომ მე წესივრული ქართულით არა ვმეტყ… დაიცა, რამე იაღლიში არ მამივიდეს… რატომ მე დედიჩვენის ენაზე სწორედ არა ვშვრ… რატომ მე წინადადობაში ჩლენები სწორე არა ვალაგებ… ვობშე ხო აზრზე ხარ, რისაც რომ თქმა მინდა.
გურამა – ანუ? ამიტომ უნდა შევეგუო შენს დაჯღვარკულ მეტყველებას?
რუბიკა – მაშ რატო უცხოელებზე არა ბრაზობ, როცა ეგენი კრივოი რამეები იძახიან?
ქართული ვერ იციან, რუსული ვერ იციან. რა ენაზე უნდა გააგებინო.
ორი სიტყვა თუ გაიზუბრამენ, სრაზუ ტირილი იწყებთ – ნახე როგორ სადღეგძელო ქართულადა თქვა? ნახე, როგორ ქართულად იმღერა? ნა სამამ დელე ეგ არის თქვენი სნობიზმი და პრავინციალიზმი.
გურამა – მაგათ და შენ ერთნაირად გევალებათ? თან მაგათ, შენგან განსხვავებით, საკუთარი ენა მაინც იციან.
რუბიკა – იციან არა ისა. მთელი ევროპა ერთნაირი სიტყვები და ბუკვები აქვთ.
გურამა – მერე? რას დაგიღია პირი? დაუწერე გრამატიკა, მიაყოლე ანბანი. მიჩვეული ხართ მაინც. ყველა ანბანი ხო თქვენი გამოგონილია.
რუბიკა – ბოლო-ბოლო ეგრეც იქნება, თორე სობსტვენი სიტყვების სწორად ხმარვაც კი ვერ იციან. თუნდაც რომ ავიღოთ – სკოჩი, კონდუქტორი, დირექტორი…
დირექტორი ეგენები ეძახიან რასაც რომ ჩვენ – რეჟისორი.
აბა ეხლა წარმაიდგინე, რო ჩვენი კამბინატ ბიტავოგო აბსლუჟივანია დირექტორი რევაზ პეტროვიჩი რო ჩაპლინის კინოები იღებდეს, საქმე როდისღა მოასწრებდა.
გინდაც სკოჩი აიღე, თუ შენ ფეღბურთელები ეგრე ერთმანეთზე მიაწებამ, როგორც რომ სკოჩი, როგორ ეგენი ირბინებენ?
კონდუქტორი ხო ვაბშეე! აბა წარმაიდგინე გერბერტა კარაიანი რო ვარკეთილის ავტობუსში კონდუქტორად დასვა და კონდუქტორი სვეტა კიდე ვენსკი სიმფანიჩესკი არკესტრის წინ დააყენო. არა, ხო მაზალოა? აქ რო კარაიანი ავტობუსში ხელების გიჟივით ქნევა დაიწყებს, იქ კიდე სვეტა – პრიაბრიტაიტე ბილეტი! ეგ ხო ვაბშე სკანდალი ელი, რადგანაც რომ მანდ ეგეთი პაჩტენნი პუბლიკა, რომელიც რომ უბილეთოდ კონცერტზე კი არა, ცოლთან კრავატში არ შევა.
გურამა – ვა-ხა-ხა-ხა-ხა-ხა!!! რა იუმორი გაქ შე ოხერო!
რუბიკა – მითომ ეგეც რამეა რაღა…
გურამა – შე ჩრუტუნა, იუმორია ნიჭი, თვარა მუსიკას ბეთჰოვენიც ქე წერდა.
რუბიკა – ჰო, მუზიკაზე გამახსენდა, ეგენები დაჟე სახელები და გვარები ნააბაროტ სწერამენ.
მაგიტომაც კაცები ჰგონიათ, რო ქალები არიან და ნააბაროტ.
გურამა – ახახახახა! დავინტერესდი ხო იცი. ოღონდ, ამიხსენი თან, თვარა შენ უკუღმართ აზრებს ეშმაკი ვერ გაშიფრავს.
რუბიკა – პაჟალსტა. აი ნაპრიმერ ჯონ ელტონის მაგივრად სწერამენ – ელტონ ჯონი. მაგიტომაც ეგ არის კაცი და ჰგონია ნააბაროტ.
გინდაც ისა, ჩვენი, ბახჩო, სევასტიანი, ევროპაში რო წავიდა, უკუღმა დაწერეს ელი…
გურამა – რაიო!
რუბიკა – რაც წინიდანა ჰქონდა, ის უკნიდან მისცეს, რაღა.
გურამა – რაიიოო!
რუბიკა – ჰო, რა იყო, რა, მაგისი სახელი გვარის უკნიდან მიაწერეს და სებასტიან ბახი გამოვიდა, მითომც ნემეცი რა.
გურამა – აააჰ! ააააჰ! შევწუხდი სიცილით. გაგახარებს ღმერთი.
რუბიკა – ჰო, შენ იცინე, რა გენაღვლება. იცი, რო შენი პორციაც მე ვიტირებ და მაგიტომ. აი, ეხლაც, რაც რომ იცინე, ეგ ხო ტირილით უნდა გავარასხოდო, რო პრიროდნი ბალანსი აღდგეს. შენ დაუკაა:
მართალია გურამასთვინ ყვავი ვარ და შავი რასა,
ჩემ საყვარელ თბილის-ქალაქს გითხრამ კუკლა შაირასა,
თბილისო-ჯან, შენი ბედი ვინ ოხერმამ დაგვითარსა,
თითონ თუ არ ივაჟკაცე, არც პატრონი არსად ჩანსა,
შენ კი ამ დროს თავზე ისვამ უჯიგროს და ნახიშტარსა,
ვინც სკამი და ჯამაგირი ტრაკში ძრომით გაიშანსა
და ნამუსის ულვაშები ჟილეტ-შიკით გაიპარსა,
გახსენ გული და უსმინე შენი შვილის ნაუბარსა,
რომელიც რომ დაგაწუწებს ცრემლებს, გულში ნაგუბარსა,
თურქი რო ვერ გაგათურქა, სპარსი რო ვერ გაგასპარსა,
დედის ენა რად დაუთმე ზაგრანიცულ წარწერასა –
პეტროლ, სალონ, სუპერ, ფეშენ, მარკეტ, სერვის, ჰოტელ, პლაზა,
ბაბო ამბობს – თბილისელი არ ჰკეტამდა ადრე კარსა,
ეხლა კიდევ, შენი გული რატომ ეგრე დაირაზა?
ახ მეზურნევ დაჰკარ დაჰკარ, დაჰკარ გრძნობით დაირასა…

 

ტეგები: , , , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: