RSS

მაცხოვრის კვართის

13 Aug

მაცხოვრის კვართის, ღვთისმშობლის კალთის, წმინდა გრაალის მადლით ფენილი, აღორძინდება მამული ქართის, ენა და რწმენაგადარჩენილი.
ენთოს სამშობლოს საკურთხეველთან სიცოცხლე ჩვენი, როგორც სანთელი, ქართველს, მამულზე უფრო დალხენილს, არ შეიძლება ერქვას ქართველი.
ციხე-გალავნად დავუდგეთ ივერს, ლექსად ჩამოქნილს, ტაძრად აგებულს, ლაჟვარდის ციაგს, მყინვართა ქიმებს, მიწას, ათასფრად აფარდაგებულს და მაღლით ფარად დაგვეფინება უკუმქცეველი მრავალი ჭირის, დავითის სიბრძნე და მოთმინება კავკასიონზე მიჯაჭვულ გმირის.
მუმლს არ დაიხვევს მუხა ჭაღარა, ქარტეხილებში ეულად მდგარი, რომ ვაზის ჯვარი გვიძღოდეს მარად, რომ მარად რეკდეს სიონის ზარი.
და ჩვენ კი, ძმანო, ვუმღეროთ ვაშა მამა-პაპათა აჩრდილებს ნეტარს და მერმისისკენ ჩავუდგეთ კვალში წმინდა გიორგის, სიმართლის მხედარს.
დე იბერია იქნას მთლიანი, სამართლიანი და დარიანი და საუკუნოდ ეწეროს დროშას
“ღმერთი, სამშობლო, ადამიანი!”

1989

 

ტეგები: , , , , ,

One response to “მაცხოვრის კვართის

  1. ქეთევან ჩიკაშუა

    October 28, 2012 at 6:11 pm

    გულანთებული კაცის ნაწერია. ძალიან მომეწონა.

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: