RSS

გვანცას ლექსი

04 Jul

მარიობისთვის ხვატი,
დიდი, ყვითელი ხვადი,
დაუფლებია მთაბარს.
ირგვლივ ყუყუჩი სუფევს,
თითქოს სამყარო უსმენს
ჭრიჭინობელას ზღაპარს,
ეს მოკირკილე რუ კი,
სხუმის ცეტი და ცმუკი,
სულს საბრალობლად ღაფავს,
ხოლო ხატულა ხვლიკის
უზოზიობა მიკვირს,
ლულისგან თვალს რო ნაბავს,
თაკარა მზის ქვეშ იწვის
ზურგი დაპატრულ მიწის,
ფიორა ბრილი არ ჩანს,
ჩახჩახებს არე-მარე,
თვალსაწიერი მზვარე,
იხდენს სხივების ფარჩას.
ქულა ღუნღულა ღრუბლის,
როგორც წყალობა უფლის,
დამშვენდებოდა ამ ცას,
მაგრამ პატარა ქალი
ბარბალით არი მთვრალი,
ზაფხული უყვარს გვანცას.

 

ტეგები: , , , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: