RSS

საღამო, წვიმა და მოლოდინი

13 Jun

ცით მეოტია დარდი ნოტიო,
ქუჩამ უცები და უცნაური
ჩამოიფხატა ბინდი.
მხოლოდ ჩრდილები მიდი-მოდიან,
თვლემს ლამპიონის ნისლა აურა
და იზმორება ხიდი.
წვიმას თავისი აქვს მელოდია
და აღარ ისმის აქ სხვა ხმაური,
ნიავიც გაირინდა.
გარეთ – სამყარო, სევდისოდენა,
შუაში – რკინის სველი ცხაური,
აქეთ – ეული რინდი.
სარკმელთან შენი ჩავლის ლოდინი,
და ეგ ღიმილი, არაქაური,
ცის ნაჟურივით წმინდა
და მოყვავილე შინდის ტოტივით
სამკაული და დღესასწაული,
დასასიზმრებლად მინდა

 
2 Comments

Posted by on June 13, 2011 in ლექსები

 

ტეგები: , , , , , , ,

2 responses to “საღამო, წვიმა და მოლოდინი

  1. თამო

    September 23, 2011 at 3:03 pm

    ”გარეთ -სამყარო, სევდის ოდენა..” ”სარკმელთან შენი ჩავლის ლოდინი” მეც მინდა ეს ყველაფერი ”დასასიზმრებლად” და ცხადშიც…

     
    • matekari

      September 23, 2011 at 6:29 pm

      გაიხარე თამო

       

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: