RSS

ვარსკვლავი კი…

25 May

როცა მისი გაღიმება მენატრება და ნაღველი სუროსავით მეპარება, როცა მხოლოდ მოგონებებს ვეფერები და ნუგეშად მრჩება ოდენ დაპირება, ზღვა მოლოდინს აღარ უჩანს ნაპირები და იმედიც ჩინჩხვარივით იფერფლება, ზურგის ქარი მრჩება გადმოსაბირები, აფთიონი, ზვირთები და ვარსკვლავები.
აღმაფრენავ, გევედრები, ნუ მიმტყუნებ, ამოშლეგდი, დაუბერე და აფრები დაბერე და გააფთრებით აფათქუნე, ვით მამაცი ქარიშხალას თეთრი ფრთები.
ანძის წვეროს მიაწვდინე ტალღის შხეფი და ნისლები სიზმრებივით მიაფარე, ატორტმანე ჩემი ნუშა გაშმაგებით, შენებური გახელებით მიეფერე.
ნუ ინაღვლებ – რაოდენი დრო გასულა, განმიახლე სტრიქონებზე ღამისთევა, სიბერეც ხომ მაშინ დგება, როცა სული ოცნებების სასაფლაოდ გადიქცევა.
იბობოქრე, ვიდრე ანაზდ არ დაცხრები, ვიდრე გულში ხანძარი არ ჩამიქრება…

ვარსკვლავი კი ისე წყდება, რომ ვერასდროს ვერ მოასწრო შენი ნატვრის ჩაფიქრება.

 
3 Comments

Posted by on May 25, 2011 in ლექსები

 

ტეგები: , , , , ,

3 responses to “ვარსკვლავი კი…

  1. კესარია36

    June 28, 2011 at 5:29 pm

    მარტოობამ შემაქანა..ეს ლექსები მშველის,
    მამშვიდებს..ან ამ კომენტარებს რა აზრი აქვს..დროის და სივრცის შეგრძნება დავკარგე. დამიბრუნეთ..
    უბრალოდ მადლობა რომ არსებობთ.
    კესარია

     
    • matekari

      June 30, 2011 at 2:37 pm

      გმადლობ ჩემო კარგო. პასუხი დაგიგვიანე, რადგან მთელ თავისუფალ დროს ფეისბუქში ვატარებ.🙂

       
  2. კესარია36

    June 30, 2011 at 6:48 pm

    თქვენ მწერთ??თქვენ გწერთ?? აუ მაგარია!! მე უბრალოდ თქვენს ლექსს ვეძებდი: აქ ვარსკვლავებთან ახლოს და შემთხვევით შემოვედი საიტზე. რაც მივლინებაში ვიყავი ეს ლექსი ამეკვიატა..ძალიან დამეხმარა. ყველასგან შორს დრო ჩერდება..აწმყო ქრება და წარსულს ვეჭიდები. თქვნი ლექსი წარსულში მაბრუნებს..სახლში ვბრუნდები და წერილიც! სულ უნდა წეროთ ლექსები.. ლექსები..მიზეზი არც უნდა ეძებოთ

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: