RSS

ქალი მღერის

22 May

ხანდროს, როცა დაღლილ ქალაქს ფორიაქის შნო აღარ აქვს,
როცა მისი შმაგი ვნება მიცხრება და მინელდება,
როცა რული ეკიდება სულს, სიმშვიდემონაშიებს, ხოლო კაბადონი ტატნობს ძოწად შემოიარშიებს,
მხოლოდ ქუჩის ქარი არ თმობს და არ იშლის ზუზუნ-შრიალს, იყუჩე და შენც მოგართმევს მოტაცებულ მელოდიას, რადგან სადღაც, ახლო-მახლოს მოსიმღერე ქალი სახლობს.
გული ხშირად შეუძრია განცდას, მისგან გამონახმობს.
ამ სიმღერას შეუძლია მეშვიდე ცას მიგაახლოს, სულში სევდა ჩაგისახლოს ან იმედი გაგიახლოს.
ქალი მღერის და გიტარას წყურვილი აქვს უკეთ ჟღერის, შთაგაგონებს რაგინდარას უცხო ნუსხი ამ სიმღერის და თუმცაღა აზის დაღი უცნაური ბედისწერის, არის ღუღუნა და ლაღი, დარი ჩვილი ფშანის ჩქერის.
ხოლო მოკამკამე თაღი, ოცნებებით დასალახი ზეცის, ჯიქურ ლილაფერის, არის უსასრულოდ წმინდა…
ქალი მღერის, შორი გზიდან რახანია სატრფოს ელის და გიტარის გრძნეულ სიმებს, მის თითებში მოზიმზიმეს, გინდა სულ უსმინო, გინდა დიდხანს, დიდხანს გაერინდო ამ ღვთაებრივ ჰარმონიას, ხან წკრიალას, ხან მონიოს…
და თუ ადრე მე ეს ჰანგი მაგონებდა ყვითელ ფოთოლს, ახლა მოსდევს სულ სხვა ბანგი, სხვა სული სურს მოგაწოდოს.
ხოლო ქარით დაღლილ ქუჩებს ნება-ნება ეფინება მწუხრი, თალხი და ცრიატი.
და დაისის გაბრძოლება, სხივი, ურჩი და თავნება, ჩასაქრობად აწრიალდა.

 

ტეგები: , , , , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: