RSS

ქალბატონო ფიფქიელა

27 Apr

ლამის წელიწადია, შენზე არ დამიწერია, მომენატრა, ცხადია, ეს ღვთიური მისტერია, სხვა რაღა მაბადია, ლექსები და იმედები, შენ კი, შენ რა გწადია, ჩემკენ რომ არ იხედები…
ქალბატონო ფიფქიელავ, ჩითისკაბაშრიალა, ნეტა ასე რატომ ვღელავ, რატომ გამაჟრიალა. შენი გავლა ამ ქუჩებს სინათლეს და ფერებს მატებს, ნურვინ ფიქრობს გადურჩეს მაგ ჯადოსნურ ათინათებს და ნურც ვინ შეეცდება, რომ წამართვას შენი თავი, მხოლოდ ჩემი სუნთქვა ხარ, მხოლოდ ჩემი სალოცავი.
გაზაფხული მობრძანდება ნაირ-ნაირ ფერებით, ველები და სერები წაულეკავს ენძელებით. გაპოვნინებ საპოვნელას, აგავსებ სიმღერებით, ისე მოგეფერები, დაგავიწყებ ქვეყნად ყველას.
მარმარილო, გათლილი, თუ მონასმი გრძნეულ ფუნჯის, შენ მიდიხარ და თბილი შეშფოთება მოგდევს ქუჩის.

 

ტეგები: , , , , ,

One response to “ქალბატონო ფიფქიელა

  1. თამო

    September 23, 2011 at 3:11 pm

    ”ფიფქიელა” …ულამაზესი სახელი და ლექსიც საკადრისი… მამაკაცის დაწერილი მელოდია – ”ღვთიური მისტერია”…

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: