RSS

მთანი მაღალნი

17 Apr

მუხრან მაჭავარიანს

განძის პატრონი თეთრად ათენებს, ოქროზე ფიქრით რული უკრთება…
და თუ ასეა, მაშინ ქართველებს განა ვინ მოგვცა თვლემის უფლება, ჩვენში ხომ უფრო მეტი განძია, ვიდრე ქონება ერთად ყოველი, სვეტიცხოველი, ჯვარი, ვარძია, აი სიმდიდრე განუზომელი.
გასაკვირალი ალბათ არც კია, მამული ჩვენგან მეტს რომ მოელის, რადგან ბუნებამ აქ დაარწია აკვანი ბევრი სხივთამთოველის, და ეს აკვანი, ბაზალეთის ძირს, ნუთუ შემორჩა მხოლოდ არაკებს, თუ ხარ მემკვიდრე ასეთი მიწის, აკაკის ენით ილაპარაკე, თორემ გონება იჭვით აივსო, გულისთქმას ავი რეჩხი აწვალებს, ნურავინ იტყვის – ჩემიც არისო, თუკი სიცოცხლეს არ ანაცვალებს მშობელი მიწის პატარა ნაჭერს, რომელიც დღემდე ძუძუს გვაწოვებს, რომელიც სულ სხვა სიყვარულს გვაჩვევს და ვერა ოქრო ვერ გადაწონის, რამეთუ ჩვენში მეტი განძია, ვიდრე ქონება ერთად ყოველი, სვეტიცხოველი, ჯვარი, ვარძია, აი სიმდიდრე აუწონელი.

ვინ ალოდინებს პიტალო ტინებს, ტინებს, ტატნობზე წანაპოტინებს…
დგანან, ელიან გარინდებულნი და არად უჩანთ ქართა თარეში, მარადისობა ჩაბუდებულა მათი ფაფარის სიმარმარეში.
ვის მოელიან მთანი მაღალნი, მიწყივ ლოდინით გადანაღალნი, მთანი, რომელთაც ძალუმი მხრებით ქართული ზეცა ზე აგვიწიეს, გაილურსე და ყური მიუგდე მათ მდუმარებას, არამიწიერს.
ნუთუ მე მელი ცაო ტატანო, ადამის ძე ვარ, განა ტიტანი, შენამდე როგორ ამოვატანო, რო ნაფიქრალი ამოგიტანო.
არადა ვიცი, ჩემი თაობის ერთ ჯარისკაცად მეც გეგულები, თაობის, ვისაც სიტყვა უთქმელი დახუთავს, როგორც ქერელის ყულფი.
იქნებ ამიტომ მიხმობენ მთები ქიმთა ზაბაკი ათინათებით, დგანან, მელიან, გადმომცქერიან და მახსენებენ დამუნათებით – თუ არა გსურსო დაჰკარგო თავი, ბედთან არასდროს დადოო ზავი.
მოუხდენიათ მწვერვალებს მთვარის შუქი, კალთებზე ვერცხლად დაღვრილი.
ნუთუ ამქვეყნად არავინ არის, რომ ამირანის ესმას ძახილი, ძახილი რიხის და შემართების, ვით ხალიბური, პირველნაკვერი…
ამიხსენ ძამო, რა გვჭირს ქართველებს, საით გაფრინდა ეს ყველაფერი.

 
3 Comments

Posted by on April 17, 2011 in ლექსები

 

ტეგები: , , , , , , , ,

3 responses to “მთანი მაღალნი

  1. liako

    April 19, 2011 at 7:30 pm

    ძალიან მომეწონა…

     
  2. ლეილა ჯინორია

    September 1, 2011 at 7:30 pm

    დიდი ხანია მსგავსი არავის უთკვამს… სულში ჩამწვდომია ძლიერ!!!

     
  3. ელენა ჩხარტიშვილი

    March 26, 2012 at 6:47 pm

    მაგარიაა

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: