RSS

მეგობრებს

15 Apr

აბა რა გითხრათ, რით გაგახაროთ…
მთელი ცხოვრება, ვფიქრობ, წინ არის, ცხოვრება ერთი ქართველი კაცის, უტეხისა და პირმომცინარის.
ჩვენ საქართველო გვერგო სამშობლოდ და ეს სიცოცხლეც მისთვის გვებოძა, რომ შთამომავალს დავუნარჩუნოთ მისი მიწა და საოცნებო ცა.
თუმცა მახვილი ბევრმა მომართა და მოსაშთობად ხშირად გაგვწირეს, ამაოდ დაშვრა ჯარი ყორანთა, ჯერ არ გასვლიათ ყავლი არწივებს.
ვისაც უთვლია ქორონიკონი და ვინც აუწევს დიდგორს ფიალას, ვისაც გაბურძგლავს ჩემი სტრიქონი და ვისი გულიც შეიძგრიალებს, ვისაც გამაღლებთ ეს სიყვარული, თამარის ფრესკად სულზე ნახატი,
თქვენა ხართ, ერთად, ჩემი მამული, მრავალჭირვარამგადანახადი.

 
2 Comments

Posted by on April 15, 2011 in ლექსები

 

ტეგები: , , , , ,

2 responses to “მეგობრებს

  1. მანანა

    August 4, 2011 at 5:12 pm

    არ მეგულება ქართველი, ვისაც არ გაბურძგლავს, ამ სტრიქონების წაკითხვის შემდეგ.

     
  2. ალეკო ჩაჩანიძე

    March 7, 2013 at 5:26 am

    მეგობრის, შემოქმედისა და ადამიანის ეტალონი ხარ ჩემო კობა, მეამაყება, რომ ჩემი მეგობარი ხარ და გული მწყდება რომ ბევრი დრო დაიკარგა…

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: