RSS

“ავრორაც” გავიხსენეეთ

15 Apr

გურამა – ხარებას გილოცავ რუბიკა!
რუბიკა – იი! ხარება და გოგია რამ გაყო?
გურამა _ ვაი, შე ბენტერა. ხარება აღარ იცი რა არის? ბლაგოვეშჩენიე…
რუბიკა – ჰაჰა! გაჭამე ცავატანემ? შენ როგორ მე ეგეთები მასწავლებ, როცა ეხლა რო ყველანი პაგალოვნა მარხვაზე ხართ, მე ადრეც ვმარხავდი. შენ რო ლენინზე ლექსები სწერამდი, მე ვლოცვილობდი.
გურამა – რა ლენინზე ლექსებს ბიჭო, ხო არ გაჟიჟინებს?
რუბიკა – ეხლაც მახსომს ის ლექსი, “კომუნისტში” რო დასწერე, და მაგიტომ ბულგარეთში პაეზდკა რო დაირტყი. დაიცა, როგორ იყო:
“ავრორა” ჩვენთვის ტაძარი არის, ჩვეულებრივი არაა გემი,
დღეს მისი ზალპის შუქით მოსილა მრავალტანჯვილი სამშობლო ჩემი.
ეს სიყვარული და აღმაფრენა, რით გამოვხატო დიდო ბელადო!
მავზოლეუმის გამიღეთ კარი ლენინის შუბლზე საკოცნელადო.
გურამა – ერთი შენისთანა მოწმე კიდო და დახვრეტა არ ამცდება. ამის დანახსოვრებას, ის დაგენახსოვრებია, ტანჯვილი კი არა, ტანჯული როა სწორი. უყურე შენ ამას! ბიჭო, შენ პოლიტიკოსების გამონათქვამებსაც თუ ასე ინახსოვრებ, არ გაამხილო, თვარა დაგბრიდავენ შე უბედურო.
რუბიკა – ეგეც მახსომს, როგორ მორწმუნეებზე ეგენი რეპრესიები შვრებოდნენ და ეხლა აქეთ რო მამუნათებენ – რატომ შენ წარამარ აღსარება არ იძახიო?
აბა როგორ აღსარება ვიძახო, როცა თითონ ვიცი, რო ვცოდამ. ანდაც, დღეს რო მოვინანიო, მითომ ხვალ რო როზას დეკოლტე ვნახამ, იგივე არ მამივა? თანაც, მარხვა ადრე იყო ადვილი, თორე, ეხლა რო როზა დარეკამს – ჩემო ბურუნდუკო, მოდი ტოლმა გაცეცხლო, – შენ გაუძლებ?
გურამა – რას ამბობ, რას გოუძლებ. ქალი ხო კაცის შესაცთენად არი მოგონებული, თვარა ჩვენსნაირი უცოდველი ანგელოზი არ იქნებოდა.
თანაც, ქალიც არის და ქალიც. რკინა უნდა იყო და ქვა, როზასგან ცთუნებას რო გოუძლო. მეც ხო გასინჯული ხო მაქვს მაგისი ტოლმა…
რუბიკა – იიიიი!!!!!!
გურამა – მორჩი ოტელობანას. აქანა არ მაჭამე შარშან? როზამ რო მოგიტანა ორკილოიანი ბანკით. მაგაზე სკლეროზი გაქ და ჩემი ლექსები ხო კარქათ გახსოვს ლენინზე!
რუბიკა – უჰ, გაიხარე, მგახსომს, როგორ არა. ეგ ტოლმა ისე შჭამე, მე გასინჯვა ვერ მოვასწარი, ელი. თანაც, როცა მორჩი, მანდაც ლექსი უთხარი:
ისე გემრიელია ჩვენი როზას ტოლმა,
რა უფლებით უნდა გაგიხუროს ცოლმა?
გურამა – მალადეც! კიდო ქე დაგიწერ მაგნაირს, თუ დოურეკავ და რაიმე კაი სამარხვო საჭმელს თუ გადმოგირბენიებს.
რუბიკა – ვაი, რა პადჟიგატელი ხარ! იცი რო ეგეთი ისკუშენიას ვერ გავუძლებ. (რეკავს) – შენი ბურუნდუკი ვარ ცავატანემ. ერთი თხოვნა მაქს რა. მე და ჩემი ძმა გურამა ცოტა მოგვშივდა და რამე იკისრებ? ვააიი! ცა-ვა-ტა-ნეემ! ოღონდ ეგ ჩემთვის და გურამა რო მარხვაზეა?… არა, ქელეხი რა შუაშია, განა ვინმეს დამარხვაზე, პროსტო სააღდგომო მარხვაზეა… აიიი, პაააჩემ ცავატანემ, მერ კუკლიკა!
ეხლა მოვა, ჩემთვის კატლეტი მოიტანებს და შენთვის სამარხვო ღორის მწვადები.
დაიცა, ეგ რა წიგნია, რო ეგეთი თხელი. ადრე ხო სულ სქელ-სქელი წიგნები კითხვილობდი? მოდაში აღარ არი?
გურამა – ესეც კაი სქელი წიგნია სინამდვილეში, “დეკამერონის” სამარხვო ვარიანტია და იმიტოა გვარიანად შეთხელებული.
რუბიკა – იიიიიიიი!

 

ტეგები: , , , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: