RSS

ალისასა-მალისასა

10 Apr

ალისასა-მალისასა,
ქალსა პირიმთვარისასა,
შუქსა ორთავ თვალისასა
ლექსი მინდა გიმღერო,
გული შენი ნახვის დღესა
აღარ დგება საგულესა,
დახატულო სამოთხესა
თეთრო ალუბლის ღერო.
მოვლენილო ჟრუანტელად,
სალექსოდ და სამღერელად,
საკაცეთის შესაშლელად
როდესაც მოირთვები,
ჩამოივლი ჩემი შუკით,
მოციაგე უცხო შუქით
და ქუსლების პაკაპუკით
იბადება რიტმები.
ზენაქარმა რამოდენა
ღრუბლის ჯარი გამოდენა,
ნავერღვენამ იწყო დენა
და ფოთლების დაირებს
დაახვავებს მალე გრიას,
აუყენებს რია-რიას
და სევდიან მელოდიას
გადამისხვანაირებს.
დატრიალდა თითქოს ზეცა,
ქარის შურით ელდა მეცა,
როს თამამად აგიწეწა
ასე ლამაზი თმები,
წელთა თოშით გალიპულში
აბრიალდა ალი გულში
და ტოტების შარიშურში
ჩაიქარგა რითმები.
მონატრება მოდის წლების,
როს ზვირთებზე ოცნებების
მიმაფრენდა შთაგონების
მოტკარცალე აფრები.
იმ დროს, სიზმარს რომ მოჰგავდა,
ბურავს დავიწყების ფარდა
და ამ მოგონების გარდა
დამრჩა აღარაფერი.

 

ტეგები: , , , , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: