RSS

წარწერა თინათინის ნახატზე

06 Apr

”ზედ გაწოლილან ძონძი ჭინკები,
სიკვდილის ხმაზე რაღაც უხარიათ”
ელენ დომბრავ

ბირბილა ბუხართან ბუტბუტებს ბებია, მოგონებებია მისი მეგზურები. ამჯერად ნეტავი რა გახსენებია, თავისთავს ღიმილით რომ ეზუზუნება:
… თუ გახსოვს, პირველად ქე რო გაგიცინა? მაგულის ქორწილში რო გამოგეცეკვა? შენ კოპლებიანი კაბა რო გეცვა და მას ლურჯი ხალათი რო შემოტკეცოდა.
კინოში თვალი რო ვეღარ მოგაცილა? გიყურა, ბოლოს კი სიმორცხვემ უმტყუნა, გაბედა, სახლამდეც ქე გამოგაცილა და – გამომყვებიო? – რო ჩეიბურტყუნა…
ხუთი თვე… მერე კი, ხრიწინა რადიომ გვაუწყა ომი და ბელადის მიმართვა…
– წევედი აწი და ბოვშს მიმიხედეო… – მუცელზე გაკოცა და გადეიკარქა.
ბიჭი გვყავს, რა ბიჭი, ანახვა ნეტავი, რაფერ დეიმგვანა, თხელი, ასხლეტილი, მასავით ფერვანი და შესახედავი, მასავით კვიმატი, ფიცხი და კეთილი.
ჩამოვა საცაა, ქალაქში წამიყვანს, კაკოლის ვუტოვებ ბურვაკს და საქონელს, რას ვიზამ, არადა ქალაქი არ მიყვარს, აქ სუყოლიფერი ლეუშას მაგონებს.
ბეჩა, წელს ძალიან ადრე ჩამოთოვა, თლა სუდარასავით წამოუხურია. აქნამდე კაი ხანს ვერავინ ამოვა, ახლა ხმის გამცემი მარტვა ბუხარია და ზედ გაწოლილი კუსკუსა ჭინკები, სიკვდილის ხმაზე რომ რაღაც უხარიათ…
რა საწუხარია…

 
3 Comments

Posted by on April 6, 2011 in ლექსები

 

ტეგები: , , , , , ,

3 responses to “წარწერა თინათინის ნახატზე

  1. რობიძონ წინწკალაძე

    May 9, 2012 at 8:01 am

    მომეწონა ძალიან!

     
  2. ხათუნა როგავა

    May 12, 2012 at 7:24 pm

    დიდებულია!!! გმადლობთ!!!

     
  3. საშა გველესიანი

    November 27, 2012 at 12:39 pm

    დიდი მადლობა. საოცარი და სისხლის ამდუღებელია.

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: