RSS

რუბიკონი – ტრამპიტაური

11 Mar

გურამა (აქოქინებული) – გეიგე რუბიკა? გვეშველა მგონი! ჩვენს ქუჩაზეც მევიდა გაზაფხული!
რუბიკა – იი! ჯერ აცადე რა, სურბ-სარქისი ჩაიაროს. გაზაფხული ეგ კი არ არის, რაც რომ კალენდარში სწერია. გაზაფხულია, როცა ხეები ყვავობენ და როზა დეკოლტე იცვამს…
გურამა – ე ბიჭო, რა დროს როზას დეკოლტეა, ვერ ხედავ, რავა შემობრუნდა ჩვენსკენ ფორტუნა? აგერ, მილიარდერი როა, ტრამპი, ეგ გამევიდა ტელევიზორში, გვაქო და გვადიდა და ბოლოს თქვა, რომე ბათუმში დიდი ტაუერი უნდა დავდგაო. ეგ კი იცი რას ნიშნავს? რომ მთელი მსოფლიოს ინვესტიციები აქითკენ დეიწყებს დენას.
რუბიკა – მითომ რათა?
გურამა – ბეჩაჰ! რა სქელშუბლა ხარ, შე უბედურო. რათა და სხვა მილიარდერები ხო იფიქრებენ – ტრამპი ჭკვიერი კაციაო, ტყულა ხო არ ჩაყრიდა იქინე ამდონ ფულსო, ალბათ რაცხა ხეირის სუნი იკრაო – და იხუვლებენ დასწრებაზე, იქნება მეც გამოვრჩე რამესო…
რუბიკა – დაიცა, რაო? გამოვრჩეო? ზნაჩიტ, იქით ხეირი უნდა ნახოს არა? მერე თუ მაგან ხეირი უნდა ნახოს, შენ რატომ ეგრე გიხარია?
გურამა – იმეეე! ბიჭო, სომეხი შენ ხარ თუ მე? მთავარია ინვესტიცია მოვიდეს აქნობამდე და მერე ჩვენი მარიფათის ამბავი არ არი? ჩემდაწილად ერთი კაი ვაჟკაცის სამყოფს რავა ვერ გამოვრჩები, ამდენი ფული თუ აქ დატრიალდა.
ახლა სასწრაფოდ გვინდა რაიმე ისეთი პროექტი, ქე რო თვალში მოხვდება ფულიან კაცს. მე კი მაქ ერთი იდეა, მარა უშენოდ მეუხერხულება წამოწყება.
რუბიკა – იი! ზნაჩიტ შარში ვარ.
გურამა – რა შარში, შე ხვითო. პირიქით. რა მევიფიქრე იცი? აგერ, საცა შენ ზიხარ, ამ ადგილს შემოვხაზავ ასე ათმეტრიანი რადიუსით და დავარქმევ “თბილისის თილისმას”. მერე მოვიტან ბროლის გუმბათს, და დაგამხობ თავზე. წვიმა შენ აღარ დაგაწვიმს და მავნე გამონაბოლქვი არ შეგაწუხებს. აპა რავა, თილისმა იმისია, რო გაუფრთხილდე. მოვლენ ტურისტები მთელი მსოფლიოდან და გადეიღებენ შენთან სურათს.
რუბიკა – ტურისტი რატო მოვა რო?
გურამა – რავა, უკვეთეს ადგილზე სად დადიენ ვითამ? მოხრიოკებული ეგვიპტეა უმჯობესი სანახავი, თუ ის პიზის კოშკი, ქე რო გადმეიქცევა საცაა. თანაც, აგერ, ვერონიკა მინისტრი ხო გვპირდება – ტურიზმი გადაარჩენს საქართველოსო. წელიწადში მილიონამდე ტურისტი უნდა მევიზიდოო.
რუბიკა – დაიცა, ეგ როგორ? ბორჯომი გათავდა? ადრე ხო ეგრე ვიძახდით, რო ბორჯომი გადაარჩენს, მერე კიდე იძახდნენ, რო სალომე გადაარჩენს. ეხლა ეგენი გათავდა და უჟე ტურიზმი? ოკეი, ცავატანემ, მაგრამ ის ტურისტი რა, ადამიანი არ არის?
გურამა – რაი მერე?
რუბიკა – რა და თუ შენ დღეში სამჯერ უბორნიაში გარბიხარ, ეგ რა, პრობკით ჩამოვა? ჰა, ერთი დღე მაითმინოს, მერე? წავიდეს შენსავით პადიეზდში მიაფსას? ჯერ მილიონი ტრაკის სამყოფი უბორნია დადე, მერე ტურიზმის ზღაპრები მამიყევი. კაროჩე, რაც გინდა, ის გადაარჩენს, ოღონდ შრომა არა.
გურამა – ე ბიჭო, რავა სულ შრომა და ჯაფა გაკერია პირზე! ადამიანი ხარ თუ ვირი? ერთხელ მოხვედი ამ ქვეყანაზე და ისიც ოფლისღვრაში უნდა გაატარო? არ გირჩევნია, რო თილისმა გერქვას? იქნები ასე ამ ტაბურეტკაზე დაკოსებული, ვითამ ტუფლებს აფაჩინკებ. ხანდახან, ხალხი რო მოგროვდება, გამეიჭყიტავ და ოქროს კბილს დაანახვებ. მე ამ დროს ტურისტებს ვუყვები შენს ცეცხლოვან თავგადასავალს.
რუბიკა – ჰო, კანეშნა, და დუდუკის სიმღერა როა, ეგრეც მიმღერებენ – რუბიკ-ჯან, ჩვენო ტკბილო თილისმა, შამოგინახა ჩვენმა თბილისმა…
გურამა – ბიჭოს, შენც მაგაზე ფიქრობდი? დაკარი მაშინ ხელი და ხვალვე დევიწყოთ ეს ამბავი. რუბიკა – ვაი, ვაიი, რა გეშველებაათ! არა, ერთი ესეც უთხარი, ჩემი წილი რამდენია?
გურამა – სურათზე ერთი ლარი. დანარჩენი ხარჯებს მიაქვს, ხო გესმის.
რუბიკა – დაიცა, მილიონი ტურისტი გამრავლებული ერთი ლარი იქნება მილიონი ლარი… და ეგ ფული სულ ჩემია?
გრუამა – აპა რაი!
რუბიკა – დაიცა, ეგ კაცი ვინ არი, რომელიც რო ბათუმში ეგ თავისი ტაური უნდა ააშენოს?
გურამა – ტრამპი.
რუბიკა – მაშ ისღა დაგვრჩენია, რო ვიმღეროთ:
ტრამპი-ტაური, ტრიმპი-ტაური,
ტრამპი დაგვიდგამს დიდი ტაური,
მერე ჩამოვლენ ბოლივუდები,
ჩამოგვიტანენ დიდი ბუდები,
ჩვენში აღარვინ დარჩება ყუმი,
ყველგან ტურიზმის იქნება ბუმი,
მილიონები დაგვიჭაშნიკებს,
ჩვენი ხინკლებს და ჩვენი შაშლიკებს,
ოღონდაც, სინამ ეგრე იქნება,
სიფრთხილე გმართებს და დაფიქრება,
ქართველო ხალხო, ნუ კრეტინდები,
ვინ გაგისტუმრებს ეს კრედიტები?
მილიარდია, განა შაური…
ტრამპი-ტაური, ტრიმპი-ტაური……….

 

ტეგები: , , , , , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: