RSS

ფიმფლავს

24 Feb

გარინდებული დამიხვდა ბაღი,
აღარ ეგონა თუ ჩამოთოვდა,
აღარსით ჩანდა ზამთრის ნასახი,
ალაგ ბალახიც წამოთოთოვდა.
ახლა კი თეთრი დაედო დაღი
და გაილურსა შენაციები,
თოვლმა განფინა მარმარა ჩაღი,
გადააფითრა აკაციები.
ქარის ზუზუნი და სუსხი მწველი
და ფანტელებში ციაგი ბროლის,
შეუკრებიათ ორკესტრი ძველი
გადასაღებად ვიდეო-რგოლის.
ოცი წლის შემდეგ დგებიან ერთად
და ეს ერთობა დღეს ამინდს შეცვლის,
ჟღერს ჰარმონია ორკესტრის ფერთა,
თმათა ვერცხლის და თითბერის ცეცხლის.
ამ საოცრებას უნდა დაესწრო
და ეს დრო ნუთუ დაგენანება,
რამეთუ ვერდი, დიდი მაესტრო,
სულზე ზეიმად დაგევანება.
თავად კი სული აგე ვის ანდო,
მუსიკოსების ჭაღარა ღრუბელს,
მალე მოსწყდება ტრომბონს გლისანდო,
აედევნება ბუყბუყი ტუბის.
ოდესღაც…
გახსოვს?
ოღონდაც მაშინ
სივრცეს ქარგავდა სხვა გენიოსი
და კოცონივით ღუოდა ქარში
თითბერი, მარში და ბერლიოზი.
………………………….
რა ჯიქურ იცის სევდამ მოწოლა,
შემოგიბრუნებს ტკივილებს მიმქრალს,
თვლემენ სარონი, ფაფახწოწოლა,
ფიმფლავს და ფიმფლაავს…

 
4 Comments

Posted by on February 24, 2011 in ლექსები

 

ტეგები: , , , , , , ,

4 responses to “ფიმფლავს

  1. ოთარ ცისკაძე

    March 1, 2011 at 10:04 am

    დიდი პოეტი ბრძანდებით, ჩემი უსაყვარლესი პოეტი თანამედროვეებიდან,

    დიდი პატივისცემით,

    ოთარ ცისკაძე

     
    • matekari

      March 10, 2011 at 9:15 pm

      გმადლობ ოთარ, რა დღეში ჩამაგდე. ვერც შევიფერე, ვერც ვაპროტესტებ🙂

       
  2. Robizon Tsintskaladze

    January 7, 2013 at 1:37 pm

    ვეთანხმები ოთარ ცისკაძეს! კობა,არ გააპროტესტო!

     
  3. gogi kelbakiani

    January 7, 2013 at 7:39 pm

    საერთოდ კარგა ხანია ვეთანხმები (ვიდრე წავიკითხავდი, მანამდეც) ბატონი ოთარის დასკვნას. უნდა მაპატიო მეც და სხვებსაც, რომ მხოლოდ სადღეგრძელოებით თუ ვახერხებთ გენიალური მეგობრების ნაღდ დაფასება-შეფასებებს. ერთი რამეა კარგი, შენ ლექსებს ახალი ტექნოლოგიით (ინტერნეტით) ვიპარავ და მეგობრებს ვაცნობ. ვამაყობ.
    პატივისცემით,
    გოგი
    ქელბაქიანი

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: