RSS

მალე გაზაფხული მოვა

13 Feb

მიილია ჟამი ვერცხლის,
მალე გაზაფხული მოვა
და სუსხიან ფიფქებს შეცვლის
თეთრი ყვავილების თოვა.
საქორწილოდ მოსაჩითებს
ბაღი კვირტებს ვეღარ იტევს,
აუკლიათ ზეცა ჩიტებს,
ჯარი მათი მაღლით გვიტევს.
მოდი, გაზაფხულო, მოდი,
გაისტუმრე ეს ბებერი,
ტყემლის გააჭყიტე ტოტი,
ცა გახლიჩე ტყვიაფერი,
შენი სიგიჟმაჟე მინდა,
შენი სურნელი და მწკერი,
ამლათ მოვარდნილი მთიდან
შვავი, თოში და ლანქერი,
ცეტი ნაკადულის ჩქერი
თოთო კორდებს მიაპკურე,
ნალიაზე ბოლო ლოლო
ცრემლად ჩამოაწურწურე,
გნოლი გნოლთან აგურგურე,
მიე სიყვარულის ნიჭი,
მთას ირემი ააყვირე,
გოგოს აადევნე ბიჭი,
მოლამუნე ათინათით
ალხვე ლიპი და კოპიჭი,
რტოს ყვავილი უჭიატე,
როგორც მოსაცვლელი კიჭი,
ყოჩივარდას ფერი უქე,
შაშვი აჭახჭახე ტყეში,
ზამთარს ჭექით ეკამუკე,
თავზე დაანთხიე თქეში.
მელექსესაც დამაწვდინე
ცახე შენეული შფოთი,
შთამბერე და ამასტვინე,
მოდი, გაზაფხულო, მოდი.

 
4 Comments

Posted by on February 13, 2011 in ლექსები

 

ტეგები: , , , , , , ,

4 responses to “მალე გაზაფხული მოვა

  1. liako

    March 6, 2011 at 6:34 pm

    ძალიან ლამაზი ლექსია ……….

     
  2. კესარია36

    June 30, 2011 at 7:53 pm

    მოდი, გაზაფხულო, მოდი
    ძველი ამბავი შორს წასული გამახსენე
    სივრცეთა ჩურჩულში ნაზი ბგერები გამაგონე
    თვალღია ზმანება დამანახე
    და მერე კვალი დამატანე

     
  3. Regina

    March 17, 2014 at 2:49 pm

    იქნებ ავტორებიც მიაწერტ ხოლმე რაა , ფლიზ🙂

     
    • matekari

      March 19, 2014 at 2:15 am

      ეს ჩემი საავტორო გვერდია რეგინა🙂

       

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: