RSS

მონატრება

31 Jan

ფოთლებში, ავდრით შენაშფოთლებში, სუფევს ჩოჩქოლი და ფორიაქი, იფრინდა ქარი დაძრწის ქუჩებში და იმუქრება ქარბორიათი.
როდესაც სევდა ისევ გამთვალავს, და ღრუბლებამდე აღარ ამიშვებს, მე მივენდობი ფუნჯსა და კალამს და კლავესინის ჩამქრალ კლავიშებს, რომ უღიმღამო ეს თებერვალი რაღაცით მაინც გავაფერადო, იქნება ჰანგი გავაელვარო, მანდ მოგაწვდინო მოსაფერადო.
რადგანაც თუ ვერ მოგეფერები, ვერ ჩაგიკრავ და გეამბორები, რის მაქნისია ნეტა ფერები ან გარითმული მეტაფორები.
და ახლა, როცა ასე შორი ხარ, როცა კამარაც არ გვაქვს საერთო, და განშორების ტკივილს, შურიგე, როდესაც ავი დარიც დაერთო, ამ მონატრებით სავსე სტრიქონებს უნდა დავარქვა შენი სახელი, ცას შეატოკებს ჩემი ძახილი, მთელი სამყარო რო გაიგონებს.
გარეთ კი ისევ მეფობს ზამთარი, ინი ტარონით განაქეზარი, წინწილა ქარი, ვით ქონდაქარი, დაუღალავი და აბეზარი ააჟრიალებს სამრეკლოს ზარებს, ზაფრად დაუვლის ჭაღარა ტოტებს…
სამზეო ისე ხანმოკლე არის… აღარ დამტოვო აღარასოდეს.

 
5 Comments

Posted by on January 31, 2011 in ლექსები

 

ტეგები: , , , , , , , ,

5 responses to “მონატრება

  1. ნინი

    January 31, 2011 at 6:37 pm

    მიყვარს ძალიან ლექსში რომ ქარი ჩანს და აქ უკეთესი სიტყვა დამხვდა ქარზე- ”ქარბორიათი’ : )
    უუჰ..გაიხარეთ ..

     
  2. ცისანა ზიზიკორე

    February 4, 2011 at 8:42 am

    მადლობა კობას გადასარევიააა

     
  3. liako

    February 5, 2011 at 7:33 pm

    “სამზეო ისე ხანმოკლე არის…
    აღარ დამტოვო აღარასოდეს”
    მე კიდევ ამ სიტყვებმა ამიჩუყა გული:)

    ძალიან მომწონა ,ეს ლექსი ძალიან.

     
  4. ოთარ ცისკაძე

    March 1, 2011 at 10:37 am

    ძალიან კარგია!

     
  5. გულნარა

    November 5, 2011 at 6:18 pm

    კობა მადლობააა,გულზე მომხვდა

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: