RSS

სემანტიკური ითიფალიზმი, ანუ გაუფრთხილდით დედა ენას

28 Jan

მკვლევარობა იმთავითვე
სიბრძნისაა ერთი დარგი,
მაგრამ თურმე მკვლევართათვის
არ არსებობს ერთი თარგი,
ზოგისათვის მთავარია
განათლების დიდი ბარგი,
ზოგიც უცხო ციტატებით
არის ენამონაქარგი.
თუმცა, მკვლევარს თუ აწუხებს
პრობლემები გასტრალური,
რა დროს იპოსტასებია,
სოლარული, ასტრალური.

ერთი მთაბარს შემოივლის,
სანთლით ეძებს რამე ახალს,
გადაქექავს ყველა წყაროს,
ნახავს დღემდე დაუნახავს,
მეორე კი ცნობილია
სიახლეთა ვერმიგნებით,
ამიტომაც ამკობს ნაშრომს
ჭრელა-ჭრულა ტერმინებით.
სულ ჩალიჩი, ტვინის ჭყლეტა
და თითიდან ფაქტის წოვა
(რა ჰქნას კარგმა მონარდემა,
დროზე შაში თუ არ მოვა).

განა ეს გზა ფენილია
ვარდებით და იებითა,
მაგრამ რაკი შეპყრობილხარ
ეთნოლოგის ციებითა,
სულ წინ გევლოს, ერისათვის
მარგი კვლევა-ძიებითა,
ოღონდ ქართულს ნუ ჩახლართავ
კონტამინაციებითა.
რადგან, შენი ნააზრევი
თუ არ არის ღირებული,
ვერ უშველის
უტრირებულ – დესაკრალიზირებული.

თუმც არ შედრკე, რადგან ჩვენში
სიბეჯითეც რამედ ფასობს,
ტერმინს თუ ფლობ ასიოდეს,
მოერგები ყველა ფასონს,
და ერთხელაც, როგორც ჯილდო,
მონდომების მეტისმეტის,
შენს ნაღვაწშიც გამოკრთება
პლასტი პრომისკუიტეტის.
ოღონდ, თუკი ეს ნაღვაწი
არ აანთე ნიჭის სხივით,
რჩება მჭლე და უღიმღამო
ადორანტის ფალოსივით.

 

ტეგები: , , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: