RSS

დაკარგული თაობა

28 იან

უძრაობის ჭაობი,
ხავსი, შმორი და ობი,
ყალბი კეთილდღეობის მდარე სანახაობა,
როცა უტიფრობაა აღზევების მზაობა
და ამიტომ ტივტივებს სრული არარაობა…
მისგან უარყოფილი, დაკარგული თაობა,
ვისაც სულაც არ აკლდა შნო და გამბედაობა,
მაგრამ ვერ გაიმეტა სინდისი და ზნეობა
და ღირსების სანაცვლოდ არ ისურვა ზეობა,
ამ მორევში ვერ ჰპოვა სამისო განშტოება,
კარი ვერსით შეაბა და ვერაფერს მოება.
ასე თვალდახელშუა გაქრა მისი დროება,
ექცა ზედმეტ საპალნედ რწმენა და სასოება,
არც არავის დასჭირდა მისი პატიოსნება
და ბავშვური ოცნება – ქვეყნის გასხივოსნება.
ცხოვრებისგან აკრიფა საწუხარი მრავალი,
თუმც ვერ გაითავისა, ვერ იგუა მთავარი,
რით უწამლოს იარას, საკითხავი არის ის,
იცის – უნდა იაროს, საით – ეს აღარ იცის,
მაგრამ, ვიდრე ჩაქრება, არასდროს გაჩერდება
და არც გულხელდაკრეფას არასდროს დასჯერდება,
ვისაც მამულისათვის გული გაუძგერდება,
უმალ დაეფლითება, ვიდრე დაუბერდება,
ერს, ჩაკრულოს შემოქმედს, ვერ შთანთქავს გეენია
და რუსთველის გენიაც ხომ ქართული გენია,
სიამაყის ცრემლისა ნეტავ ვისა რცხვენია,
ჩემო თვალის სინათლევ, მაშ რად მოგიწყენია…

Advertisements
 
7 Comments

Posted by on იანვარი 28, 2011 in ლექსები

 

ტეგები: , , , ,

7 responses to “დაკარგული თაობა

  1. ნინი

    იანვარი 28, 2011 at 8:53 PM

    თქვენს ლექსებს ათასში გამოვარჩევ უკვე 🙂
    პ.ს და საერთოდ გიხდებათ პატრიოტული ჟანრის ლექსები ბ-ნო კობა 🙂

     
  2. ცისანა ზიზიკორე

    თებერვალი 4, 2011 at 8:46 AM

    ❤ გადასარევია

     
  3. თამო

    ივლისი 27, 2011 at 10:10 AM

    შესანიშნავი, როგორც ყოველთვის!

     
  4. ნანუკია

    აგვისტო 2, 2011 at 12:55 PM

    ჩემო თვალის სინათლევ, მაშ რად მოგიწყენია. . .

     
  5. ნინო

    აპრილი 26, 2017 at 10:34 AM

    იმედის სხივს გვაძლევთ ხოლმე, ჩემო კობა! ❤ დიახ , უკვე ჩემად მეგულებით, რადგან ძალიან, ძალიან ახლოსა და ჩემი გულიდან ამოსულადაც მიმაჩნია თქვენი ყოველი ნაწერი! ❤

     

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: