RSS

ემიგრანტ მეგობრებს

31 Dec

დრო ფიქრებში გამლევია, თურმე თავზე დამთევია, რამხელაა ზოგი ღამე, რაოდენის დამტევია.
მუზის ხუშტურს ვინ გაიგებს, ლექსი მოდის, აღარ იცდის, მორაკრაკებს, მოციგლიგებს მოსალოცად ახალი წლის.
ამ სასმისით მეგობრებო გულთა შორის გავდე ხიდი და სამშობლო დაგილოცეთ, ეს ობოლი მარგალიტი.
დღეს სუყველა ერთად ვიყოთ, მაჯისცემაც ერთი გვქონდეს, კანადიდან აფრიკამდე, გინდ ცხელოდეს, გინდაც თოვდეს, ქართველი არ მეგულება, მამული რო არ ახსოვდეს,
საქართველო ამოდენა არ ყოფილა არასოდეს.
სადაურსა სად წაიყვანს ბედი – კაცის განაჩენი, გზებიც ათასნაირია, სოფლად თავის დასარჩენი.
ზოგმა ლიქნის ყადრი იცის, საქმედ იხდის კუდის ქიცინს, სალაფავის მიმწოდებლის ფეხის გულზე ნაზად ხიცინს.
ზოგმაც შორი გზა ირჩია, რომ არ დარჩეს ვინმეს ვალში, მწარე, როგორც სევდის გუბე დედანატრულ ბავშვის თვალში.
და მის ტანჯულ საგულეში ფართხალებს და ოხრავს გული, მოყვრისა და მომავლისთვის მიწყივ ომში გახარჯული.
მე სიცოცხლეს ვერ დავარქმევ, ბიომასის ფუთფუთს რომ ჰგავს, ცოცხალი ხარ, სანამ შენში მოსახდელი ვალი ბორგავს,
ჰოდა, ჩემო ახლობელო, ნება მომე მოგეფერო, შენ, ასეთო შორეულო, მაინც კარის მეზობელო, ვინც მეგობარს აფასებდი, მისთვის სითბოს იმეტებდი, ამხნევებდი, აღავსებდი რწმენითა და იმედებით,
შობის მადლი გფენოდეს და ანგელოზნი გიგალობდენ:
– გიხაროდენ! გიხაროდენ! გიხაროდენ! გიხაროდენ!

 
9 Comments

Posted by on December 31, 2010 in ლექსები

 

ტეგები: , , , , , ,

9 responses to “ემიგრანტ მეგობრებს

  1. აზა

    January 2, 2011 at 1:03 am

    უმაგრესი ლექსია

     
  2. liako

    January 4, 2011 at 4:52 pm

    მადლობთ ასე თბილი მოლოცვისთვის!

     
  3. ცისანა ზიზიკორე

    February 4, 2011 at 8:49 am

    ემიგრანტი არა ვარ .მადლობას გეთყვით ძალიან დიიიდს

     
  4. ხათუნა გეგეჭკორი

    February 4, 2011 at 10:42 pm

    ძალიან ლამაზია, გაიხარეთ!

     
  5. მაკა დვალიშვილი

    February 20, 2011 at 8:44 pm

    ძალიან კარგია
    თან სტუმარს გამოგებებული მასპინძლის ჰონორიც იგრძნობა🙂

     
  6. ზეინაბ ზვიადაძე

    November 4, 2011 at 9:46 am

    უფალმა დაგლოცოთ და დადაძლიეროთ. მადლობა

     
  7. ქეთევან მებონია

    February 12, 2012 at 4:25 pm

    ბატონო კობა!ეს თქვენი ლექსი სრულად
    გამოხატავს ნოსტალგიით გათანგული პატრიოტის ნაღველს… რომ იცოდეთ იქიდან უფრო ეხმარებით სამშობლოს! აი,
    თუნდაც ეს მშვენიერი ლექსია ამის დასტური.

     
  8. ირინა

    September 13, 2012 at 6:24 pm

    გაიხარეთ ჩემო ქართველო მეგობარო, ბ-ნო კობა, გულს ნამდვილად ეამა თქვენი სიტყვები…ასეთი გონება უნდა ვამრავლოთ,,,დიდი მადლობა🙂

     
  9. ირინა წერეთელი

    December 26, 2012 at 4:05 pm

    არაჩვეულებრივი ადამიანის არაჩვეულებრივად გადმოცემული ლექსი,სადაც ყველაფერია ნათქვამი,მადლობა ბ-ნო კობა,როგორც ყოველთვის მე .დღეს გავივსე სილამაზით, სიყვარულით, სითბოთი, მონატრებით, არც კი მციოდა, ისე ვიყავი გამთბარი…გაიხარეთ და ბედნიერ დამდეგს გილოცავ!!!❤

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: