RSS

რა გჭირს ვეჟო?

27 Dec

ივერია, მშვენიერი
ეს ამერი და იმერი,
შენი არი, დაიჯერე,
– არი, მარა რაი მერე?
რა და გული აიძგერე
საქართველოს მოეფერე,
ქართველობა შეიფერე,
მოუარე, აეფარე,
თვალე, ხაზე, ხატე, წერე,
ხნული ავლე და იმღერე,
ქვა გათალე, რკინა კვერე,
მტარვალს ხმალი მოუღერე!
– კაი, მარა რაი მერე?

გინდა ღვინო დამაძალე,
გინდა თოფი დამაცალე,
ცხვირწინ ქალი ამაცალე,
მომერიე, გამაწვალე,
ოღონდ ფეხზე წამოდექი,
გაფაფხურდი, გაინძერი,
გალაღდი და გაიბერე,
თლა ოქროთი დაიფერე,
ნაშოვარი შეიფერე…
– კაი, მარა რაი მერე?

გაინძერი! დრო მოსულა
იმოქმედო გატოკებით,
სოფელს ვერვინ აღაშენებს
მარტო ლანძღვით, მარტო ქებით,
თორემ, ენას რო შეეძლოს
ქმნას საქმენი საკუნთარი,
ყველა ქართველს ექნებოდა
პირამიდა საკუთარი.

 
2 Comments

Posted by on December 27, 2010 in ლექსები

 

ტეგები: , , , , ,

2 responses to “რა გჭირს ვეჟო?

  1. liako

    May 30, 2011 at 4:09 pm

    მაგარი ლექსია ეს ძალიან.. მართლა რაი მერე? ვინ უსმენს <(

     
  2. მანანა

    June 3, 2012 at 10:08 am

    გაიხარეეეეეეეე

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: