RSS

ღრუბლებო, ჰაი ღრუბლებო

21 Dec

ქარვად შეხუნდა ბუნება,
ნუ იუცხოვებ, ნიავო, განა რა გაემტყუნება, ზამთარი მოსდგომიაო.
თვალს ისე ესალბუნება იმისი ოქროფერები, ლექსები მომაგუნება მისაფერ-მისამღერები.
წამით იყუჩე ქალაქო, დანატრული ვარ ამისა, წკრიალი მინდა გავიგო წკირს შეყინული ნამისა.
ქუჩისპირ ბალახ-ბულახი, რუხი ქალაქის გერები, პირტუქსით მონაკარჩხალი მცივანა ფოთოლ-ღერები, ხვაშიადს აღარ ამხელენ რთვილის მარმარა ლოგინში, განაბულ-მოცახცახენი ხუშხუშა თოვლის ლოდინში.
ცას რო ციაგი უქრება, მალიმალ რო იქუფრება, ღრუბლებო, თქვე საჩხუბრებო, ვინ მოგცათ ამის უფლება.
მე ამ მონიო თავალას უმეგზუროდაც გავიგნებ, იქნებ წავიგდო სავალი, ვიდრე დაბრილავს, ან იქნებ დარები ტირისდენისა ზეცის საჩუქრად ჩავთვალო, ყინვასთან ერთად მინებზე მოვქარგო ზღაპრის სამყარო, ქარშეთმაც შემოაგელვოს ღრუბლის მანჯიკი სამთვარო…
შენც ასე მშვიდად ჩაგევლოს ჩემი ცხოვრების ზამთარო.

 
2 Comments

Posted by on December 21, 2010 in ლექსები

 

ტეგები: , , , , , ,

2 responses to “ღრუბლებო, ჰაი ღრუბლებო

  1. liako

    December 22, 2010 at 9:56 am

    არაჩვეულებრივია….
    იმდენად ლამაზადა ნათქვამი, რომ სევდაც არ მომგვარა:)

     
  2. ცისანა ზიზიკორე

    May 1, 2011 at 9:07 am

    კობა შენი ლექსების კითხვისას წარმოდგენით მეც იქ ვარ .იმდენად ღრმა არის რომ მბურძგლავს.

    ბრწყინვალეა როგორც ყოველთვის.

    “მე ამ მონიო თავალას უმეგზუროდაც გავიგნებ
    იქნებ წავიგდო სავალი, ვიდრე დაბრილავს, ან იქნებ…”

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: