RSS

რუბიკონი – 50/50

15 Dec

გურამა – კაცო, რაცხა ახალი კანონი უნდა შემოიღონ თურმე. მთავრობაში ქალი და კაცი ტოლად უნდა იყოსო. გენდერული ბალანსი უნდა დამყარდესო.
რუბიკა – ბალანსიროვკა რა, პაკრიშკაა? არა ძმაო-ჯან, ჩვენში ეგ არ გამოვა. ჯერ კაცების პარლამენტი რა გამიკეთეს და ეხლა წარმაიდგინე, მანდ რო ნახევარი ქალი დაჯდება… სულ საპოჟკების და დუხების ფასების რეგულაციაზე იქნება სპორი.
ეგ კიდე არა უშავს და ვდრუგ რამე მაზალო ზაკონი დადონ, მერე სად მიდიხარ?
გურამა – მაგალითად?
რუბიკა – კაცების ეპილაცია.
გურამა – აჰაჰაჰაჰაჰა! რამ მოგაფიქრა ეგ სიბრიყვე? ჰაჰაჰაჰაჰაა!
რუბიკა – შენ ეგრე იძახე და იმ დღეს როზა უჟე ნამიოკების ძლევა დაიწყო – რა ვალასატი ხარ, ჩემო შიმპანზო, შენი გულზე თავი ვერ დამიდია,
გურამა – ჰაჰაჰა! მაგას ღუტუნის ეშინია.
რუბიკა – იიი! შენ რა იცი?! იიი!
გურამა – რა გამოცნობა მაგას უნდა, შე მართლა შიმპანზო. დაბრმავებული რო არ იყოს ის უბედური სიყვარულით, მაგ ბანჯგვლებში თავს რა ჩააყოფიებდა.
ისე, ოღონდ ამ ქვეყანას ეშველოს რაიმე და მაგ ბეწვებს სულ ღერა-ღერა დაგაცლი.
ეგაა სულ?
რუბიკა – არა, კიდე რამდენი რამეა. ნაპრიმერ – რო კაცები ტანგა ატარონ…
გურამა – რატომ?
რუბიკა – მე რა ვი, ქალისას რას გაიგებ. რა, ცოტა ბოღმა აქვთ ჩვენი?
გურამა – მაგაზე გამახსენდა, გუშინ თქვენებიანთ რაფიკა ნავხე სათამაშოების მაღაზიაში. თავის პატარა გოგოს ვანკა-სტანკა უყიდა.
რუბიკა – ვა! ვანგას ტანგა? იი! მე ეგ ვანგა მუდრი ქალი მეგონა, ეგ კიდე ეგეთები იცმევდა?
ვაააა! ეს რაფიკა კიდე რამ გააგიჟა ტო, პატარა ბავში რო ეხლა ტანგა ჩაიცვამს, რო გაიზრდება, მერე რაღა უნა ქნას?
არა რა, ძმაო, მოდი ქალებისთვის ჯერ ცალკე პარლამენტი გავსხნათ და მერე ვნახოთ, რომელი აჯობებს. ეს ჩვენი შამშობლო ხო კროლიკი არ არის, რო ყველა ოპიტი მაგაზე ვქნათ.
გურამა – შენიც მესმის, მარა მაინც ამ აზრის ვარ, რომე ჩვენი მანდილოსნები კაცებს არაფერში გვიდებენ ტოლს.
რუბიკა – იიი! რას არ გვიდებენ?
გურამა – გაგიხმა თავი. არაფერში ჩამოგვრჩებიან მეთქი. მაგალითად, ჩვენი ფიქრია რომ მსჯელობს, განა რითია კაცზე ნაკლები?
რუბიკა – ვაი, ოღონდაც ეგ არა, მაგისი ტუმანნი აზრები ვაბშე ვერ ვიგებ. განა ტყვილად იძახის უკდავი ვაჟა – ნისლი ფიქრია მთებისა.
ანდაც გინდაც ისა, ელიჩკა ელი, ჩემზე მაზალო ქართული რო ბაზრობს. ამას წინზე ინტერვუიში იძახდა _ მატმატიკაში კარგად ვიცოდი მატრიცა და შეკვეცა, მაგიტომაც მატრაკვეცა მეძახდნენ.
გურამა – სამაგიეროდ ჩვენი ქალი კაცზე ნაკლებ ცხელთავიანია. სიბეჯითეც მეტი აქვს. კანონშემოქმედებაში კი ესაა მთავარი.
რუბიკა – იი! შენ მე ქალებს რას მასწავლი. თბილისის ყველა კოკეტკის ფეხი ხელში მჭერია.
გურამა – მერე? რა დასკვნა გააკეთე მაგხელა გამოცდილებიდან?
რუბიკა (მორცხვად) – ძალიან პრიატნია…

 

ტეგები: , , , , , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: