RSS

რუბიკონი – დუშაშ

13 Dec

გურამა – რა არის კაცის ბედისწერა! ზოგს რა უწერია და ზოგს რა. მე რო დევიბადე, მაგალითად, ასე უთქვამთ ბედის მწერლებს – პატარა ბიჭო, იყავ ლაღი, გაშალე ფრთები და ასე ფრენით განვლე შენი წუთისოფელიო.
რუბიკა – ჰო, ოღონდ ფრენამ თუ აფრენ, საკითხავი აი ეს არის.
გურამა – კლასიკას პატივი ეცი. ეგ მაშინ უნდა გეთქვა, მამა თუ ჰამლეტას დაგარქმევდა.
აი, რაც შეგეხება შენ, რა დაუშავე ასე მწარე შენი ბედის მწერლებს, არ ვიცი, მარა ნაღდად ასეთი რამე ექნებათ ნათქვამი – მემენტო მორე პაწაწინა, უმანკო მურთხო, ცხოვრება შენი ორ კვადრატულ ბუტკაში განვლე, მასთან სამარე სრა-სასახლედ რომ მოგეჩვენოს.
რუბიკა (ფშლუკუნით) – განა არ ვიცი, გუშინ რო იმ ქალის მისამართი არ მოგეცი, გულში მაგიტომ ბოღმა დადე. მე კიდე ვერ შამიძლიან, რადგანაც რომ შენი თვალები მაგაზე ხიშნიკივით უცქერდა.
გურამა – შენ რაი მერე?
რუბიკა – რა რაი, შენ თუ მაგასთან ივლი, ზნაჩიტ ლუდასთან აღარ ივლი. ლუდაც დიდხანს ეგრე ვერ გაჩერდება და ისევ გარიკას თავისთან დაუძახებს. გარიკა ადრე როზაზე ეარშიყებოდა. როზა კიდე ლუდას ნაპროტივ ცხოვრობს. მერე მე წყნარად როგორღა დავიძინო?
გურამა – დედააააა! რავარი ფაქიზი ეკოწონასწორობა ყოფილა აქანე.
ბუტკა კი არა, სტრატეგული მართვის პულტი გქონებია და არ მცოდნია. მიეცი ნიჭსა გზა ფართო!
ისე, აღარ მევიდა დრო, რო შენი მოღვაწეობის ასპარეზი გააფართოვო პაწა?
რუბიკა – უჟე. გენო ხოო იცი, რომელსაც უბანში ეძახან – საიათნოვა სრეძი მატორშიკოვ.
გურამა – რავა არა, ამა წინათ უთაქა ერთმა, ბეემვეს ძრავის გაუბედურებისთვის.
რუბიკა – უშეცდომო მარტო ღმერთია. ზატო ლექსები ვრაცივით მაგრა სწერამს. ჩვენი მუხრანი ის თავისი ზნამენიტი ლექსი მაგისგან გადმოაკეთა:
და დღეს, ამ ხელით რემონტ ქნებული,
თბილისის ფართო ქუჩებში დადის ბეემვე, ფორდი, ვოლვო და რენო,
რაც უფრო მეტი მაშინა ივლის,
უფრო მდიდარი ვიქნები გენო.
ეხლა კიდე მე და ეგა გავაკეთეთ ბიურო კომპლეკსნიხ უსლუგ. სახელიც გენოს და ჩემი გვარებისგან ვქენით – დუდუკჩიანი და შაშლიკიანი – “დუშაშ”. ხო მაგარია?
გურამა _ სლოგანიც ქე გენდომილებათ აწი. მაგალითად – “რა ქნას კარგმა მონარდემა, დროზე შაში თუ არ მოვა”… ისე, რა მომსახურებას გვთავაზობთ?
რუბიკა _ გენო, კაკ აბიჩნა, მატორნი ასმოტორი შვრება.
გურამა – რავა, ერთი მოტორისგან ასს აკეთებს?
რუბიკა _ იი! ვინ უთხრა, რო ასი? მატორშიკია, განა ფოკუსნიკი. მოტორი შინჯამს, რაღა, ასმოტორივაეტ ელი. ჰამაც კამერები აკერამს.
მეც კიდე, რაც რო მთელი ცხოვრება მიქნია, მაგასა ვშვრები – ტუფლი, მუფლი და რამე.
უჟე ერთი სასტავი ზაგრამანიჩნი ბიზმესმენებიც მოვიდა და თავისი სიტყვაცა თქვა – რებიატაო, ვი სვაი დაკუმენტი პაკაჟიტეო, ხოდაო, ესლი დაგავარიმსაო, იმდენი ფული დაგადებთ, მაგაზე კრუპნი რო არც გინახნიათო. აზრობ?
მეთქი – ეტი დაკუმენტი პაკა კოპიი, ნო კაკ ტოლკა დაგავარიმსა, ანი ბუდუტ პრედსტავლენი ვ არიგინალნომ ვიდე.
ეგენები კიდე, მე რო სერიოზნი ებრაელი ხალხები მეგონა, თქვენებივით უაზრო სიცილი დაიწყეს.
პერერივებში კიდე იძახიან – კაკ ეტა პანიატ – “ვ არიგინალნომ ვიდე”? ვი ჩტო, ნე მოჟეტე პროსტო ვზიატ ი პალაჟიტ ნა სტოლ? კომუ ნა ხრენ ვაშ არიგინალნი ვიდ?
გურამა _ აა-ხა-ხა-ხა! უუ-ხუ-ხუ-ხუ! ამ თანამედროვე ბიზნესის ენას რო ჩამორჩი, გეპატიება ვითომ? ისე, ქართული შენ არ იცი, რუსული შენ არ იცი, სომხური შენ არ იცი, ფრანგულიც – ჰა და ჰა…
რუბიკა – ეგეთიც რა ვთქვი რო, იქეთ ყივრები დავხოცე, აქეთ ვრაცები?
გურამა – ოცნებას კაცი არ მოუკლავს.
ორიგინალის სახით წარმოგიდგენ-თქვა, შე ჩრუნტულა, ორიგინალური სახით კი არა.
ისე… რავარი წარმოსადგენია – მოულოდნელად იღება კარი და დუდუკზე შესრულებული ჩაიკოვსკის “პატარა გედების ცეკვის” ფონზე შენ და შენი კომპანიონი, თეთრ კალგოტკებში ამოტრუკული, შეთხლიშინდებით თქვენი პაყვი ფეხებით ინვესტორის კაბინეტში და გადასცემთ დოკუმენტებს.
რუბიკა – იი! რის დუდუკები, რა კალკოტკები? თქვენ რა, ყველა ერთად დაუშტვინეთ ტო?
გურამა _ არა, რა თქმა უნდა სხვა ორიგინალური ვიდის მოფიქრებაც შეიძლება. ვთქვათ –ხაჩიკიანის ცეკვა “მიმინოდან”, ან ხმლებით ცეკვა “გაიანედან”, მარა მაგან შეიძლება ინვესტორი დაგიფრთხოს.
ყველას ისევე ეს აჯობებს – იღება კარი და “სემ სოროკის” სტვენით, ჟილეტის სახელოში წაყოფილი ცერებით, გვერდულად შერბიხართ ინვესტორის კაბინეტში… ვააიიჰ! არა! სირტაკი აჯობებს, მარა მაგას თქვენ ვერ გაახმოვანებთ, მე დამიქირავეთ…. ვუუუიჰ! რუბიკა და გენო ორიგინალური ნომრით! ბატონებო! პირველად, ალიკაპის გარეშე, სასიკვდილო ნომერი!…
რუბიკა – განა არ ვიცი რო შური გალაპარაკებს. მაგაზეც გეტყობა, რო ადრე თქვენც სომეხები იყავით.
გურამა – ბიჭოს! მომეყურა თუ თვითკრიტიკა გაისმა? სომეხი ყველაზე შურიანია ანუ?
რუბიკა – ყველაზე არა. ყველაზე შურიანი რუსია. ჩვენ მეორე ადგილზე ვართ. რუსი შურისგან პაჟარი გაგიჩენს და სომეხი კიდე თავისთვის იტირებს.
გურამა – თუ ჩემი რუბიკა ხარ, მაგალითითაც განამტკიცე ეგ აზრი, სანამდი მაგ ჭკუაზე ხარ, და პირობას გაძლევ დღეს ლუდის ფულს აღარ გამოგართმევ.
რუბიკა (თავისთვის) – ვაჰ, საღოლ მე, თუ ენითაც ფულის შოვნა ვისწავლე.
(გურამას) – პაჟალსტა. ნაპრიმერ, ეხლახანს, ლენინაკნიდან რო ჩემი ლუსიკას მამისდასშვილი აქ იყო, ეგა სთქვა, რო ბოლო ხანს ბლომად პრაბლემები ჰქონდა, და ბოლოში კიდე უთხრა – ჩემი პრაბლემები არ მყოფნიდა, რო ეხლა მეზობელსაც თაზა “ლექსუსი” არ ეყიდაო…
გურამა – დედაიაააა! გულო საყვარელო! კი დაგპირდი, დღეს ლუდს არ ვახსენებ-მეთქი, მარა აფსუსი არ არის მაგისთანა კაცი არ ვადღინძელოთ ახლავე თითო ბოთლით?
რუბიკა – იიიი!

 

ტეგები: , , , , , , ,

One response to “რუბიკონი – დუშაშ

  1. გულნარა

    March 3, 2011 at 6:38 pm

    მალე გენოს თოჯინას მიიღებ:))

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: