RSS

ჩემი უსასრულობა

06 Dec

ქარმა მიამიტ ტოტებს შეაძარცვა ყვავილი, უხილავი ფუნჯებით მიმოქარგა ქუჩები, ამ მოქარგულ ქუჩებით ამაყად რომ ჩაივლი, ნეტავ ვის გაუღიმებ გაბუტული ტუჩებით.
ტანი რა ტატანი და თმები რა საბოდები, მე ამ ქარის ფორიაქს უსასრულოდ ავიტან და მაგ შენს გაღიმებას ისე დაველოდები, ვით მზის გამობზინებას ღრუბლის ჭუჭრუტანიდან.
ქარმა, მოუსვენარმა ქუჩა ააწრიალა, როცა ააფრიალა ჭრელი დარაიები, ცაცხვის რტოთა სიმებზე როცა ააწკრიალა გიჟმაჟი გაზაფხულის ცელქი მელოდიები.
შენც ხომ გაზაფხული ხარ, მარტივით ცვალებადი, აპრილი ხარ ფერადი, მაისი, მათრობელა,
ჩემი სიხარული ხარ,
ჩემი ცაიერადი,
ჩემი ოკეანე და
ჩემი უსასრულობა.

 
2 Comments

Posted by on December 6, 2010 in ლექსები

 

ტეგები: , , , , ,

2 responses to “ჩემი უსასრულობა

  1. შორენა

    December 6, 2010 at 10:04 am

    ჩემი სიხარული ხარ,
    ჩემი ცაიერადი,
    ჩემი ოკეანე და
    ჩემი უსასრულობა_ძალიან ლამაზი, დიდი გრძნობის შემცველი და ოკეანესავით სავსე და უკიდეგანო სიყვარული!

     
  2. liako

    December 6, 2010 at 3:07 pm

    სულიდან გადმოსული დადებითი ენერგია .. როგორ ლამაზად ანაწილებთ კობა ყველასთვის..

    არაჩვეულებრივია…

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: