RSS

რუბიკონი – ტოტო, ხაჩო და ფორსაიტი

06 Dec

გურამა – რუბიკა, აბა ცხელ-ცხელი ლექსი ჩემგან: ჩემს გვერდით ვერ მოგერევა მონღოლთა სამი დუმანი, ოღონდ ახლავე, სასწრაფოდ, მასესხე სამი თუმანი…
რუბიკა – იი, რა იაფად გამოვდივარ, ტო. დუმანი თუმანი მიჯდება, ელი.
ერთი ისიცა თქვი, შენი პაპიკა კიდე ბევრი გაზარდა ეგეთი ჭკვიანი? ჯერ რაც ვალი გაქს, იქიდან ერთი თუმანი მაინც გაგესტუმრებინა…
გურამა – კაი, ჯანდაბას, ორი მომე და ის მესამე გასტუმრებულად ჩათვალე.
რუბიკა – ვა, მატმატიკაც რო უსწავლია! მაგაზე უთქვამთ – ქართველი სომეხთან დააბი, ორი სომეხი გახდებაო, თუ ის სომეხი ნერვები ეყოფაო.
გურამა – თუ არ ეყოფა და ….
რუბიკა – ჰა! ჰა! არ უნდა! აჰა ორი თუმანი…
გურამა – და თუმანიც გაქვითული.
რუბიკა – არა, ასტვაც, განა ეგეთი რა გრეხი ჩემი პრედკები ქნეს, რო მე მთელი ცხოვრება უნდა ვიხადო… ეს ვინ სასჯელი გურამა ჩემზე გამომიგზავნე…
გურამა – უყურე ამას შენ! ჩემნაირი არისტოკრატი კაცი თუ დაგელაპარიკა, ღმერთის საჩუქრად უნდა მიითვალო შე გლახა.
რუბიკა – არისტაკრატიჩნი ვიდი ეგეთი უნდა, ჩემი პაპიკას პაპიკას რო ჰქონდა.
გურამა – არისტოკრატი, კი, ფორსაიტი იყო ნამდვილი. არ მახსოვდეს მაინც. ერთი ჩია, გრძელცხვირა კაცი იყო.
რუბიკა – რატომ ფორსაიტი, ფოკას ფლავიო ანჯელო დუკას კომნენო დე კურტის ბიზანციო გალიარდი…
გურამა – ეგ ვინ ოხრობაა?
რუბიკა – ტოტო.
გურამა – კუტუნიო?
რუბიკა – კუტუნიო თავი გაბია. ტოტო რაღა! იტალიანსკი კომიკი. ეგ ხო ბიზანტიის კუშეტკის… თუ რა ჰქვია მაგას? ჰო! ტახტის ნასლედნიკი იყო.
გურამა – ისე, მართალი ხარ, ხო იცი. მართლა გავს ბაბუაშენი ტოტოს. მიტომ თამაშობდა ლოტოს.
რუბიკა – ნუ მატყუარობ, ლოტო რა, ბაბო კი არ იყო. მაგის დროს კაცები მარტო ნარდი და სეკა თამაშობდნენ, ჰამაც ზარი.
გურამა – რა ერქვა ბაბუაშენს?
რუბიკა – ხაჩო.
გურამა – გააგორებს ხაჩო ზარებს, უბანს შიშით აზანზარებს! ჰა, როგორია?
რუბიკა – კარგია, ოღონდ რა ფულიც მაგებში ჩემგან ითხოვ, მაგდენი განარარი შარლ აზნავურზე არავინ ძლევენ. კაცი რამის სიმღერაში გადნეს.
გურამა – ისე მართლა ხო იცი, რავარი დაჩიავდა, ერთი კონცერტის სამყოფი დარჩა.
რუბიკა – იი, რასა ქნამ, როგორც პასლოვიცა იძახის: – შავი ცხვარი ბანვით მოკლეს, თეთრი დაუბანლობითაო.
გურამა – ეგ რა შუაშია?
რუბიკა – აბა მე რა ვი, ეგ პასლოვიცა ხო მაინც ქართულია. თუ არ ვარგობდა, რაზე გამოაგონეთ?

 

ტეგები: , , , , , , , , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: