RSS

რუბიკონი – ბაჩო და კადრები

03 Dec

რუბიკა – ეჰ, რა პეჩალნი ამბავი გავიგე წუხელ. ამ ჩვენი უყაირათობით მთელი ეროვნული კადრები ეგრე გავანიავეთ, როგორც როზას სპალნა.
გურამა – შეგირცხვა ნამუსი. რას შვები ამისთანას, რო საწყალ ქალს განიავება უჭირს?
რუბიკა – ეჰ, ახპერ, ჯერ ერთი, რომ ქალი რო ჩემისთანა ვაჟკაცი ჰყამს, ეგ უბედური არ არის.
მეორეც, მე ეროვნულ საკადრო კატასტროფაზე გიყვები, შენ კიდე – კუილის განიავება.
გურამა – ჰოო, საკადრო კატასტროფას რაც შეეხება, უნდა დაგეთანხმო. კომუნისტების დროსაც კი კაცს დაწინაურებამდე ჯერ დაბალ თანამდებობაზე მოსინჯავენ და ახლა კიდო შრომის წიგნაკს მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნისას უხსნიან.
ის კი არა და ხმები დადის, რომე ზოგ თანამდებობის პირს ჯერ კიდევ საწოვარა უდევს პირშიო.
რუბიკა – მაიცა, საწოვარა ის არ არის, რასაც რომ სწომენ? ვააააააააა…
გურამა – საწოვარა კაცო, სოსკა, სოს-კააა!
რუბიკა – ვაჰ! მეც რა აღარ ვიფიქრე… ჰოდა კაკრაზ მეც ეგ ვიძახი. აბა ეგეთი კადრის განიავება იქნებოდა, როგორიც რომ ჩვენი რაჩიკა იყო? ამოდენა ოპიტი და ამოდენა ამაგი და ვდრუგ მალობის მაგიერ სროკი ტო?
გურამა – ვინ რაჩიკა? რის ოპიტი? რა კატასტროფა?
რუბიკა – აი ეგრეა სკრომნი კაცს ბედი, ხალხი მარტო ეგენები ახსომს, ვინც რო ტელევიზორნი რამკაშია გაკვეტული. ეგ რაჩიკა ჩემ სიდედრ ანაიდ ვაგარშაკოვნას ძმაა და ჩვენი ზოპარკში რო ბაჩო სპილო იყო, მაგის ხსოვნა ვენაცვალე, მაგის უხაჟორი იყო.
გურამა – ფუჰ! რას ბჟუტურობ, თუ იცი? მამალი სპილოს უხაჟორობა ვის გოუგია?
დედალი ლამა რო გეთქვა, კიდო ხო.
რუბიკა – იიი! შენ რა იცი სპილო რა ზვერია, აბა მაგას უნდა უხაჟივანიე. როცა რომ დაინახამ, რო მაგისი ხორთუმი ამდგარია, სრაზუ რამე უნდა აცეცხლო, თორე მამაჯან, ეგ თუ გაბრაზდა…
ეგენები ინდიისკი არმიაში დღესაც ეგრე ხმარობენ, მითომ ტანკი.
გურამა – რა პრიმიტიული წარმოდგენა გაქ თანამედროვე შეიარაღებაზე. ახალი ტანკები სულ კომპიუტერზეა გადაყვანილი. ამოცანას მიცემ და დანარჩენი თითვან იცის.
რუბიკა – მა ამდენი ხალხი შიგ რატო ზის?
გურამა – რკინაა მაინც, რო არაფერი ოურიოს…
რუბიკა – სპილოც ეგრეა.
გურამა – შენ რო სპი… შენ რო ვირზე შეჯდები, მტრისას.
ტანკი მარტვანა სიარული ხო არ არის, ხანდახან ქეც უნდა ისროლოს. ლულა რო აქ, გავიწყდება?
რუბიკა – ჰი! მა ხორთუმი? მაგაში ფუგასი დებენ და სპილოს ეტყვიან – აბა იქით უცქირე. მაგ დროს უკნიდან მეორე მიდის და იაიცებზე ელექტროშოკი ადებს. საბრალო ზვერი მაგ დროს ერთ კილომეტრზე ეგ სნარიადი ისვრის.
კსტაწი, იცი მაგაზე ბაჩო რატო დარქვეს?
ერთხელაც, ჩემი სიდედრი რო თავისი ძმასთან წავიდა, რო ოჯახისთვინ კაპუსტა და მარკოვი წამოიღოს, რაჩიკა ეგ სპილო ანახა და უთხრამს – ანაიდ, ნახე, შენ რო ინდიისკი კინო გიყვარს, მეც ინდიისკი სპილო მიყვარს.
ანაიდაც მაგ სპილოზე თავისი ლუბიმი აკტიორის, ამიტაბჰ ბაჩანის სახელი დარქვა.
რაჩიკაც ეგრე დაუძახა, მაგრამ მაგისი ხევსური ნაპარნიკი უთხრა – რატო სპილოზე პაპაჩემის სახელი ბაჩანა ეძახი? – და სცემა.
მაგის მერე რაჩიკა მაგაზე ბაჩოს ეძახებდა, რო ეგ ხევსური არ მოკლას, იქით სპილო, აქეთ რაჩიკა.
აი ეგეთი მუქთა შარია ეგ ჩემი სიდედრი.
ჰოდა, მიუხედავად ამდენი მოვლისა, ბაჩო სამშობლოს სევდა ვერ გაუძლო და დაიხოცა.
გურამა – სევდა თქვენ და ზმუკუტუნი. მთელი უბანი ბაჩოს მენიუს მიირთმევდით და ან კი ამდენ ხანს როგორ გაძლო. კომბოსტო, სტაფილო, ჭარხალი, ვაშლი, ბანანი, რა ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო კიდე.
რუბიკა – ბაჩო რო იმქვეყნად წავიდა, რაჩიკაც, საატვეტსტვენნა, ციხეში წავიდა.
უბანში კიდე ეგეთი ტრაური დადგა, რო რაც რომ ზემოთ ხილბოსტანები ჩამოთვალე, დიდხანს აღარვის გაუსინჯნია.
ჩემი ბიჭი კიდე ისქესა, რო კაი მომენტია და პიანინოს თავზე რო მრამარნი სლონიკების კამპლექტი გვედო, ხო გახსომს, აყენებული ხობოტებით, აი ეგ გაიტანა და კარგ ფასში გაყიდა. თავისთვის ველისაპეტი იყიდა, ოჯახისთვის – სტირალნი მაშინა.
ეგეთი ნოსტალგია იყო ბაჩოზე, რო დაჟე დამპალი გარეგინა პატივში იყო…
გურამა – გარეგინა რაღა შუაში იყო, სად პარიკმახერი, სად – სპილო?
რუბიკა – არა, პროსტა ცხვირის რაზმერის გამო.

 

ტეგები: , , , , , , , , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: