RSS

რუბიკონი – ოტელო

28 Nov

გურამა – რუბინიო, რაცხა უჟამურათ გამეიყურები. სიდედრი ხო არ გავიწროვებს?
რუბიკა – კანეშნა, რასაც რომ თითონ ფართოვდება, იმდენზეც მე ვიწროვდები. ეგ არის პრიროდნი რავნავესია. ლომონოსოვის ზაკონია რაღა.
თუმცა ჩემი გლავნი დარდი არ მეყოფა, რო ეხლა ეგაც მე არ ვიდარდო?
გურამა – ამაზე დიდი რა გინდა?
რუბიკა – იიი!
გურამა – დარდი ვიგულისხმე მე! სულ სიგლახე ნუ გეჩვენება. ეგ ცუდი აღზრდის ნიშანია.
რუბიკა – იიი! ზნაჩიტ რახანს მე პაპიკამ ცუდად გამზარდა, მაგიტომ დარდი არ უნდა მქონდეს?
ორი კვირა როზა არ მინახნია! თუმცა, შენ როგორ ეგ გაგებ…
გურამა – როგორ გავიგებ და შენზე უკვეთესად…
რუბიკა – იიიი! შენც მოგენატრა? იიი!
გურამა – იიი შენ და ბებიაშენის. მე, როცა მასეთ დღეში ვარ, ლექსით ვიქარვებ სევდას და შენ ქე დეიხრჩობი. ახიც იქნება, რადგან პოეზია ისე გეზარება, როგორც მე ვაჭრუკნობა.
რუბიკა – ეგრეც არაა ძმაო-ჯან. თავის დროზე ყველაფერიც კარგია.
ჩვენ რა, დიდი პოეტები არა გვყავს? მა ოვანეს თუმანიანი ვინღაა? თან გვარიც ნახე, როგორი პრილიჩნია, განა თუ თქვენსავით – ასათიანი. აბა ეგეთი კუპიურა სად გინახნია? სრაზუ ლუბოი არიფი მიხვდება, რო ფალშივი.
გურამა – უიიიი, გაგიხმა თავი. სად პოეზია და სად კუპიურა. პირიქით, პოეზია ზუსტად ისაა, კუპიურაზე საფიქრალს რო არ გიტოვებს.
რუბიკა – ვაა! ზნაჩიტ ეგ ყველაზე ვრედნი მაგია ყოფილა. მეც სულ ეგ არ ვიძახი…
გურამა – პოეტი როდის ხარ იცი? პარკში სეირნობისას, შუა ზაფხულში. ბილიკზე მიმობნეულ ორასლარიანებს რო დაინახავ და რო იტყვი:
ფოთლებს, ნაადრევად გაყვითლებულს,
სიო ბილიკებზე მიმოაპნევს,
ხეებს, გაძარცვულს და გაფითრებულს
მთვარე მოუყვება ლამაზ ზღაპრებს…
რუბიკა – მითომ ის რატო პოეზია არ არის, როცა რო ეგ ყვითელი ფოთლები დაინახავ და იტყვი:
პარკში ყვითელ ფოთლებს ვეფერები,
ვით ორასლარიან კუპიურებს,
ნეტავ ამოდენა ფული მქონდეს
მთელი ავლაბრი დაგვიპურებს.
ოღონდ როზაზე არ გამამდის რაა! ნეუჟელი შენ გამოგივა?…
გურამა – კი ბატონო, ა ბატონო:
როზა, მე შენზე ფიქრს ვიწყებ როცა,
სულსა და გულზე ალი მედება,
ლალის ტუჩების მინდება კოცნა
და არ მაშინებს ალიმენტები.
მაგიჟებს შენი ტანი კენარი,
შენი წითელი ლაკის ტუფლები,
ვარ შენზე ფიქრით მოუსვენარი,
მენესვები და მეალუბლები.
რუბიკა – იიი! დაიცაა! ეგ როგორ, ტო?! 7 წელი, 4 თვე და 4 დღეა როზა მიყვარს და მაგდენი ხანი ეგეთი რამე მაგაზე მე ვერა ვთქვი და ნეუჟელი შენ არ გიყვარს და პროსტა ეგრე სრაზუ მოგივიდა?
შენ მაიმუნო, ძმაკაცის ცოლზე ეგ როგორ?!
გურამა – ჯერ ერთი რო შენი ცოლი ლუსიკაა და ქრისტიანებში ორცოლიანობა არ მოსულა,
მეორეც – როზა სრულიად შეუსაბამოა ქართველის გემოვნებისთვის, დეინახსოვრე ეს ერთხელ და სამუდამოდ.
და, როგორც ვატყობ, არც როზას მოვწონვართ მაინცდამაინც ქართველები, თვარა რაღა შენნაირ მურთხს ამოარჩევდა ამ ანგელოზივით ბიჭებით სამსე ქალაქში…
რუბიკა (უცბად წამოენთება და იმეორებს მოძრაობებს ჭაბუკიანის ცეკვიდან “ოტელოში”, თან სასოწარკვეთილი ღნავის) – ააააააა! აააააააა!
გურამა – რა გეტაკა ბიჭო? რა ჭაბუკიანის ოტელოსავით ძიგძიგობ?
რუბიკა (ხრიალით) – მიშველე გურამ, როზა ხო ეხლა ქობულეთშია და მანდ კიდევ ბლომად ჩემნაირები არიან.
ააააააა!
გურამა – ნუ სულელობ ბიჭო! თბილისელ ვაჟკაცს, ყარაჩოღელს, რომელმაც ქიციც იცის და ქიცმაცუნიც, ვინცხა ლენინაკანელზე გაგცვლის როზა?
რო გაიგოს, რა წარმოდგენა გაქვს მაგაზე, ხო დაგკარქა სამიდღემჩიოდ…
რუბიკა (გულაჩუყებული) – მოდი აქა, უფრო ახლოს…
გურამა – რას აპირებ? გამოტყდი.
რუბიკა – ჯერ მაგრა უნდა გაკოცო… და მერე, შენ რო გიყვარს, ისაც აქა მაქს…
გურამა – რაიო? შენ როზა ხო არ გგონივარ? მომწყდი თავიდან, თვარა დაგნაყავ ნიგოზივით…
რუბიკა – ზნაჩიტ ჩვენებური სუჯუხი და კანიაკიც აღარ გიყვარს? ბიგმაკზე გაგვცვალე არა?
გურამა – მერე მასე გეთქვა თავიდან შე ოხერო, ამხელა შესავალი რათ უნდოდა ამ საქმეს.
რუბიკა – ოღონდ შაური შენ არ იმღერო რა, მანდ არასწორად ანგარიშობენ.
გურამა – აბა რომელი გირჩევნია?
რუბიკა – ზესტაფონოს გშორდები როა, ვაიმე ჩემო ვენახო, შვიდ წელიწადს ვერ გნახო.
აზრობ რა მუდრი სიტყვებია? ეგენები საქართველოს გერბში უნდა ეწეროს, და გიმნშიც.
გურამა – ეგ სომხეთის ჰიმნში ჩაწერე, თუ კაია…
რუბიკა – დაიცა, ნუ მიჰქარავ, თორე ჩვენი ამბავი არ იცი? მერე ვიტყვით – ზესტაფონი ჩვენია.

 

ტეგები: , , , , , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: