RSS

რუბიკონი – ანტიკვარი ამბები

24 Nov

გურამა – საით იყავი ბიჭო, გული გადამელია შენს ლოდინში.
რუბიკა – დაიცა რა, დიდი ადისევსიც მე ვარ და შენც კიდევ – პენელუპა.
გურამა – მეიცა, მეიცა, ერთი თვე არ ჩანდი სულ და რავარი აჭიკჭიკებულხარ! ლიტერატურის ერთთვიური გქონდა?
რუბიკა – ჰო, ეგრე გამოდის, კიევის უნივერსიტეტნი ანტიკვარი ისტორიის პრაფესორის ოჯახში რო ერთი თვე იქნები, დაჟე არგონავტიკნერა ზეპირად ისწავლებ.
ვაიმეე, ელენოჩკა-ჯან, რა გოგო იყო! რამის როზა დამავიწყდა, ახპერ! აზრობ ეგ რას ნიშნამს?…
გურამა – ხოხ, რა ხალხში გქონებია საქმე. სად შენ და სად კიეველი პროფესორი?
რუბიკა – იიი! ინტიმნი ჰამბებში მნიშვნელი არა აქვს პარტნიორების ინტელექტნი პოტენცია, რადგანაც რომ მანდ ვაბშე სხვა პოტენცია საჭირო არის, ფალიკური, ეპიკური, კომიკური, მანიკური, პამადა… და რამე, ვობშემ, ყველაფერი თავის ადგილზე ჰქონდა.
გურამა – ჰოო, ეგ კია, ხო იცი. ბურიატიაში რო ჩავრჩი ოთხმოციანებში, რო გამიჭირდა, ისეთ ქალთან დევიჭირე საქმე, ირმის უმი ხორცის ღეჭვის მეტი რო არაფერი ქონდა ნასტავლი…
რუბიკა – უმი რატომ ტო? ნეუჟელი ცეცხლის მოპოვება არ იციან? მა პრამეტეი მაგდენი ტყუილად იჩალიჩა, როცა რო ღმერთებისგან ცეცხლი სომეხი კაცობრიობისთვინ მოიპარა?
ჯერ შეაწვან და მერე ღეჭონ.
გურამა – რას ბოდიალობ, პილმენში რა უნდა შემწვარ ხორცს? ეს საპილმენედ ღეჭავდა თურმე.
რუბიკა – ვაი, მამა-ჯან! ნეუჟელი ჩემი სიდედრიც ეგა შვრება?
ეგ რა გავაგე! ვ ჟიზნი პილმენი ვეღარ უნდა შავშჭამო?
გურამა – უყურე შენ, რავარი სენტიმენტალური გაგვიხდა ეს სანიმუშო პრაგმატიკოსი.
შენ მართლა შეყვარებული ხო არ ხარ, აბდალა. იმის მაგივრად, რო გეკითხა – ვა, ნეუჟელი მიასარუბკები მანდ არ იშოვნება? – და ეგრევე მაგის ბიზნესზე დაგეწყო ჩალიჩი, დამდგარხარ აქანე და კონვულსიებს მაყურებიებ.
ეგ ელენოჩკა კიდე ვინ იყო ამისთანა, უკანგზობაზე თვითმფრინავშივე რო არ დაგავიწყდა?
რუბიკა – ეგ დამა ჩემი დოსტის, არტუშას ნაშა იყო, როცა არტუშა მანდ ჯარი გაათავა.
და ეხლაც იცი რა კარგი რამეა! როგორც კიევსკი ტორტი.
ჰოდა არტუშა მაგისი ადრესი მამცა, რადგანაც რომ კიევის გასტინიცა ეხლა იგივე ფასია, რაც რომ პარიჟისა.
მთელი თვე, რაც რომ კოჟანი ტავარზე ვჩალიჩობდი, მაგ ელენასთან მძინამდა რაღა.
ჩემი განათლებლობის ამბავიც ეგრე დაიწყო.
გურამა – დეიცა, რაცხა ვერ გევიგე ახლა. მაგ გზით ტრიპერი რო გადადის, ქე გამიგონია, მარა ცოდნა გადადიოდეს, პირველად მესმის…
რუბიკა – ვაჰ! ფაქტი აქ არა ვარ? მთელი ანტიკვარი მიფალოგია რაც გინდა მკითხე.
გურამა – პარისი ვინ არის?
რუბიკა (გაბადრული) – მეჰ!
გურამა – აჰაჰაჰაჰაჰაჰააა! შენ შეგიწუხდა გული! რაღა პარისს მიახტი, შე ჯოჯო, სატირი ან ფავნი მაინც გეთქვა…
რუბიკა – მაგას მე ვინა მკითხამდა, თორემ ჩემთვითონაც უხერხული ვიყავი.
პროსტა პირველ ღამეზე ეგ ქალი უთხრა – დავაი სეგოდნია ბუდემ რომანტიჩნოი პაროი. ია ელენა პრეკრასნაია, ა ტი პარის!
მეთქი – ჯერ უთხარი ეგ პარისა ვინ არი, თორე არ დავირქმებ. იქნებ ვინმე ჩათლახია და ჩემი ობრაზი რატო მაგაზე გავსვარო?
ანდაც რამე ნეიტრალნი დამიძახე, ნა პრიმერ – კიპარის.
ეგაც ტიტველა მქნა და უთხრა – ცოტა სიმაღლე გაკლია, თორე წიწვები კიპარისზეც მეტი გაქს.
მერე კი მითხრა, ვინ ეგ პარისი არის და მეც საგლასნი გავხდი. ბოლო-ბოლო ნეპაბედიმი ახილი მაგან მოაკლა, როგორც ლუპუსტაკი.
გურამა – ეგ რაღა ოხრობაა?
რუბიკა – კროლიკი, რაღა.
გურამა – ბიჭოს, შენ აღარა ხუმრობ, ხო იცი. აქილევსი მართლა მაგან მიაძაღლა, ეგ დამპალი, ჰექტორის მკვლელი და ტროას დამაქცევარი…
რუბიკა – ჰოო და ეგრეეე. მეორე დღეს მე იაზონა ვიყავი, ეგაც – მედეა აეტოვნა.
ეგენები კიდევ რა უშავს, აი ჩემი ტანჯვილობა მაშინ გენახნა, როცა მე ზევსი ვიყავი და ეგ კიდე – ევროპა. იმ ცივ პოლზე ჟივოტით ვიწექი, ეგ ზურგზე მეჯდა და მე კიდე ეგეთი დვიჟენიები, მითომ მივცურამ, თან ეგრე ვბღავებ, როგორც რომ ბუივოლი.
გურამა – დიდი ამბავი. ანგელოზივით ქალი მაჯდეს ახლა ზურგზე და საწუწუნოდ მექნება საქმე?
რუბიკა – ეგაც კი მართალია, მაგრამ როცა ეგ ანგელოჩკა 120 კილოგრამია, თან ხტუნამს და გეძახის – პლივი, პლივი მოი ბიჩოკ, ნი ასტანავლივაისიაო, – მანდ უჟე ძნელია მარტო რამანტიკა, მამენტ ვიჟივანიაც უნდა იჩალიჩო და რამე.
ჰო, კიდევ ისა, რომ თუ ეს ამბავი როზა გაგებს, იცოდე ჩემგან პივა ვეღარ ეღირსები.
გურამა – აპა ბიჭო, ძღინკიანი პივის გულისთვის ამისთანა ამბავს ჩევიმარხავ გულში?
რუბიკა – თევზიც ჩემზეა!!! (თავისთვის) ვააჰ! იქ ვაის გავეყარე, აქ ვუის შავეყარე. წადი რა მამაძალი, მახათი გაუყარ-გამაუყარე. ამ სიბერეში ლუპუსტაკობა არ მამინდა?
შენ დურაქო ჩემო თავო,
ცალი კვერცხი რო გაქს ბრაკი,
წადი ტუფლი აპაჩინკე,
რა დროს შენი ლუპუსტაკი.
რა ვიცოდი, ჩემი ცოდნა
თუკი ეგრე დამსჯიდაო,
მამა მყავდა ხარაზი და
ხაბაზობას რა მრჯიდაო.
გურამა – ეჰ, ბედი უნდა ყველაფერს ჩემო რუბიკა, თვარა ეგერ ერთი ხაბაზი პარლამენტში ზის და მეორე ეკონომიკის მინისტრია.
რუბიკა – მესამეც ამერიკის ექსგოსსეკრეტარი, ბეიკერი რაღა…
გურამა – ჰაიტ, შე მამაძაღლო! არ მითხრა ახლა ეგეც ანტიკური მითოლოგიის პროფესორისგან ვიციო.
იმას იქ ღალატობდი ხომ პოლიტოლოგიის პროფესორთან?
რუბიკა (მორცხვად) – პროფესორი არა, აი ისა, ზალატოი კასიჩკა, იულია ტი…
გურამა (აწყვეტინებს ჩურჩულით) – ჩუმად, ჩუმად, არვინ გაგვიგოოოს…

 

ტეგები: , , , , , , , ,

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: