RSS

რუბიკონი – გულნარას ლუსტრაცია

20 Nov

გურამა – რუბიკია დაკარქულო! კაია, რო გამოჩნდი. ძაან მევიწყინე უშენოდ.
შეჩვეული ჭირი გერჩიოსო, ხო გაგიგია.
რუბიკა – კანეშნა! ტემ ბოლეე, თუ ეგ ჭირი პასტაიანა მუქთა პივა გაცეცხლებს.
გურამა – რავა მატერიალურზე დაგყავს ყოლიფერი ამაღლებული, შე მუდრეგო. თითვან სულ არ მოგენატრე?
რუბიკა – ეეჰ, მე ბარემ შვებულობა მერჩივნა, მაგრამ, როცა ავტორი ეგრე უპორნა გწერამს, სად წახვალ? ზნაჩიტ, მაგ დროს ისევ ამერიკული მოდელი გირჩევნია.
გურამა – ოო! აბა, აბა, განმანათლე! ძლივს არ დაგცდა, რო რაცხა ამერიკული უფრო მოგეწონა, ვიდრე რუსული…
რუბიკა – იმდენიც არაფერი, პროსტა როცა გწერამენ და შენ კიდევ გატრაკვის თავი არა გაქს, მოდუნდი და სიამოვნება მიიღე.
ჰოდა მეც მეტი რა გზა მაქს? ვდუნდები – ვსიამოვნდები, ვდუნდები – ვსიამოვნდები…
არადა, იცი რო თურმე სამ განზომილობაში ჩემი ფანებიცა მყვანან? ერთი გოგო დაჟე მთელ ჩვენ რუბიკონში ვინც რო ხალხი არი, ყველას ლუსტრაცია ქნა.
გურამა – რა რუბიკონი? მე რა შუაში ვარ? რაცხა შპიონურ ქსელში გინდათ გამხვიოთ ხო?
რის ლუსტრაცია? ხანდახან რო ვამრავლებდი რუსებს, ეგ კარგა ხანია აღიარებული მაქვს და მეტი რა ლუსტრაცია მჭირდება?
რუბიკა – იიი! ტუტუც! ლუსტრაცია ის არის, როცა ჟურნალში ბევრი ნახატებია. ის მაინც არ გაგიგია – ზიჩის მიერ ლუსტრირებული ვეფხისტყავსანი.
გურამა – შენ გაგიცივდა ეგ გული, რავარც მე გადამიცივე. ილუსტრაცია ქვია მაგას შე ბენტერა.
რუბიკა – ჰო რა, პადუმაეშ ერთი ბუკვა დავკარგე. ეგრე ყველა მეგრელი რო დაკარგული ბუკვა ნ თავისი გვარის ბოლოზე ისევ დაამატონ, აზრობ რამოდენა ვიქნებით ჩვენი სომეხი კაცობრიობა?
ცოტა კაჩესტვა კი დავკარგამთ, მაგრამ როგორც მარქსი იძახის, რაოდენობრიოვნების თვისობნერობა და რამე…
გურამა – მარქსი არა ყიყვი კიდო. ჰეგელია ეგ, დიალექტიკა.
რუბიკა – მააშ! ეგრევე დაგიჯერე, ხო იცი. დიალექტიკა არის ის, შენ რო კრივოი ქართულითა ლაპარაკობ – იქინე, აქინე და ეგეთები.
მამენტ, მეც დიალექტზე მეტყვ… ვობშემ, როგორც არი.
ჰოდა იმას ვიძახდი. ერთი ვინმე ქალია, გულნარა, რომელიც რომ მთელი რუბიკონის ხალხი კუკლივით ქსოვებს.
აზრობ, ტეხნიკა სად წავიდა? ღმერთი პირველი სომეხი თიხისგან მოაზილა, ეგ კიდე ძაფითა ქსოვებს.
გურამა – ე გულნარა ვინღაა? მე რატო არ გამიგონია?
რუბიკა – აი, ხო ხედამ, როგორც რომ რსებობს კარგი ავტორი, ეგრეც რსებობს კარგი მკითხველი.
როცა გულნარა მე მკითხვილობს, ჩემს კისერში სულ მურაშკები რბენამენ. ზნაჩიტ მეც კარგი პერსანაჟი ვარ, რაღა.
გურამა – შენს ბოდიალს თუ დოუჯერებს კაცი, მეც პერსონაჟი არ გამოვდივარ? ხოდა, რატო მე არ დამირბის ეგ შენი მურაშკებია თუ ოხრობა?
რუბიკა – იმიტომა, რომა შენ არა ხარ კარგი პერსანაჟი. ერთი ნედაძელანი ვინმე ხარ, რა, ნი რიბა, ნი მიასო.
გურამა – ახლა ნამეტანი ნუ გეიტლიკე შენე, თვარა გაჩვინებ ვინ ვის მიასობს და მეყოლე მერე ყაზვინის ვარდივით.
გამამივიდა პერსონაჟი ესეც!
პერსონაჟი კვაზიმოდო გამიგია მე და დონ კიხოტი კიდო. ვის ეტოლები თუ იცი?
ფსიქიატრთან ხარ შენ წასაყვანი ბიძია, მარა, სადაა პატრონი.
რუბიკა – უჟე ჩემთითონ ვიყავი.
გურამა – მერე? გითხრა რაიმე საიმედო თუ უნდა მოგერიდო აწი?
რუბიკა – როცა რო ეგ ვუთხარი, რო პასტაიანა იმის აშუშენია მაქვს, რო ვიღაცა მკითხვილობს, რეზო ექიმი მკითხებს – საიდან მოდის ეგ აშუშენია?
მეც ვეუნები – კისრიდან, რადგანაც რომ მანდა მბურძგლამს.
ეგაც მკითხებს – კისრამდე საიდან მოდის?
მეც ვეუნები – მესამე განზომილებიდან.
ეგაც სრაზუ ყვირილი დაიწყო – სპასაისა კტო მოჟეტ! მგონი ადრონნი კოლაიდერი ჩართეს და იზმირენიები აირია!
მაგაზე ვაბშე ყველანი ყვირილი დაიწყეს – გია დვალი! გია დვალი!
ეგეთი ამბავი ატყდა, მანდედან ძლივს გამოვასწარი.
ზატო დავწყნარდი, რადგანაც მივხვდი, რო მანდ ყველაზე ნარმალნი მე ვიყავი.
გურამა – მეიცა! რას ამბობ! ესე იგი კოლაიდერი ამოქმედდა და განზომილებები ეირია?!
დედაიაჩემო! რა გვეშველება! ესღა აკლდა ამ არეულ სამყაროს კიდო?!
უჩხიკინეს, უჩხიკინეს და ჰე! რას შობი აწი?
რუბიკა – დაიცა, ზნაჩიტ მე რო ტუფლის განზომილობა ავიღე, ეგ აირია და ეხლა ვინც კლიენტი მოვა, ჩემგან შაკერილი ტუფლი მოუჭერს?
ეგ ვინ ოხერმამ ქნა!? ო, ასტვაც! ეს ინჩ მაზალო ფიზიკნერა! მამა-ჯააან!
იქ უჩონები მიჰქარეს, პრიჩომ ჩემი ავტარიტეტი, რომელიც პაპის პაპადან ჩესნი შრომით მოგვიპოვებია?
გურამა – მეიცა, ნუ ღელავ. მე ვიცი მაგის ამრეკლი ანტენის გაკეთება. დავარჭობ ამ შენი ბუტკის თავზე და სულ სხვა მისამართით გაისვრის მაგ სივრცულ გამრუდებებს.
დაახლოვებით ხუთი პივის ბანკა ეყოფა მაგას, კრომბახერის. ლეგირებული ალუმინისგან არი ნაკეთები და ასპროცენტიანი არეკვლა აქვს მაგ კვაზისუბსტანციური ნაკადების.
ოღონდ ცოტა სხარტათ უნდა მიხედვა, თვარა სუ აგეწეწება რაზმერები. ვინ იცის სხივდები უკვე…
რუბიკა – ვა! ეგრე შუსტრად სად 5 ბანკა ვიშოვნებ?
გურამა – სავსე იყოს, რა უჭირს, გადავირბენ აქვე შნორიკას მარკეტში და შენ სახელზე დავაწერიებ ნისიას
(მიძუგძუგებს ღიღინით) – ჰარირაა, ჰარირააა.
რუბიკა (შეეჭვებული) – ყურუმსაღოოოოო! ოხეროოო!

 

ტეგები: , , , , , ,

One response to “რუბიკონი – გულნარას ლუსტრაცია

  1. გულნარა

    December 3, 2010 at 1:39 am

    გენაცვალოს გულნარაააააააააააა

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

 
%d bloggers like this: